თარგმანი: სასყიდლად უწოდს არა თუ საფასეთა რათმე მიღებასა, ვითარ ვინ ჰგონოს, არამედ საჭიროჲსაცა საზრდელისა მათგან მიღებასა, რომელი-იგი დაღაცათუ ყოველთა უწყით, ვითარმედ თჳსთა ჴელთაგან აქუნდა მოციქულსა საზრდელი, არა ხოლო თჳსი, არამედ მისთანათაჲცა, არამედ აწინდელსა ამას ადგილსა სხუათა მიერ მოღებასა იტყჳს, რაჲთა უმეტეს განაფიცხოს მხილებაჲ თჳსი მათდა მიმართ, ვითარ-იგი მათსა მსახურებასა შინა სხუათა მიერ იზარდებოდა, რომელი-ესე დიდი შესმენაჲ იყო კორინთელთაჲ. ხოლო წარმოტყუენვა უწოდს არა თუ ნაპარევსა ანუ მძლავრ წარმოღებით მონახუეჭსა, არამედ თჳთ საქმესა ამას, ვითარმცა კაცი სხჳსათჳს მუშაკობდა და სხჳსაგან წარმოიღებდა საზრდელსა, რომელი-ესე სოფლიოჲთა სიტყჳთა ესრეთ განიკითხვის, ვითარმედ: რად არა მათთჳს მუშაკობს, რომელთაგან იზარდების? და კუალად, რაჲთა არა, წარმოტყუენვაჲ რაჲ გესმას, სიმდიდრე რაჲმე ჰგონო საფასეთაჲ, ამისთჳს საგზალ უწოდს, რაჲთა ცხად ყოს კნინობაჲ და საჭიროჲსა საზრდელისა წარმოღებაჲ, არა სამარადისოდ საჴმრად, არამედ ჟამერთ, რაოდენი შუენის საგზალსა მგზავრისასა.
2 კორინთელთა მიმართ 11:8
...ქმოდეთ, რაჲთა არავის დაუმძიმოთ თქუენგანსა, და ესრეთ ვქადაგეთ თქუენდა მიმართ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ."** (). კორინთელებს კი სხვას ეუბნება: „სხუანი ეკლესიანი წარმოვტყუენენ და მოვიღე საგზალი თქუენდა სამსახურებელად" (). თუმცა იქაც შრომობდა; მაგრამ ეს არ მოიხსენა, არამედ სხვა, უფრო გამგმირავი რამ წარმოადგინა, თითქოს ეთქვას: სხვებისგან ვიკვებებოდი, როცა თქვენ გემსახურებოდითო. აქ კი ასე არა, არამედ რა? „ღამე და დღე ვიქმოდეთ" (). და იქ ერთ მხრივ ამბობს: „და მო-რაჲ-ვედ თქუენდა და ნაკლულევან ვიქმენ, არავე-რაჲ ვის თქუენგანსა დაუმძიმე" (), და: „მოვიღე საგზალი თქუენდა სამსახურებელად" (); აქ კი აჩვენებს, რომ კაცები სიღარიბეში იყვნენ; იქ კი ასე არ ყოფილა. ამიტომაც მუდმივად თვით მათ აყენებს მოწმეება...
...ლსა არა დააცუდებს სიქადულსა თჳსსა მიღებითა ვისგანმე რაჲსაჲთაცა, ხოლო აწ თჳთ ეძიებს მოღებასა, და უხარის წარმოცემასა ზედა. ცხად არს, ვითარმედ მაშინ კორინთელთა მიმართ ჰყოფდა ამას ცრუმოციქულთა მათთჳს, ხოლო სხუაგნით მიიღებდა, ვითარ-იგი მათვე ეტყჳს, ვითარმედ: "სხუანი ეკლესიანი წარმოვტყუენენ და მოვიღე საგზალი" (). ამისთჳს აწ ფილიპელთა მიმართ უხარის დიდად, რამეთუ არა ყოველთა, არამედ მისა მიმართ ოდენ დაცადებულ იყვნეს ჟამერთ, ჩუეულებისაებრსა ქმნასა მოწყალებისასა; და იგიცა — არა უდებებითა, არამედ ვერ მარჯუეობითა ჟამისაჲთა. ამისთჳს, პოვეს რაჲ ჟამი, კუალად იწყეს ჩუეულებისაებრ ქმნად.
მოციქულისაჲ: არა თუ ნაკლულევანებისათჳს რაჲმე გეტყჳ თქუენ, რამეთუ მე მისწავიეს, — რომელთაცა შინა ვარ, რაჲთა კმა-ვიყო (4,11).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: "არათუ ჩემისა ნაკლულევანებისათჳს მსუროდა ესრეთ ქმნაჲ თქუენგან, არამედ, რაჲთა არა თქუენ უნაყოფო იყვნეთ, ამისთჳს გეტყჳ სიტყუათა ამათ, რამეთუ მე მისწავიეს". რაჲ გისწავიეს, ჵ საღმრთოო და წმიდაო სულო? გარნა თუ კმა-ყოფაჲ მცირედისა რაჲსმე და საჭიროჲსაჲ, რაოდენსაცა იწროებასა შინა ვიყო. იხილე, ვითარ სწავლისა და ქმნისა მისისა ჩუეულებისაგან იქმნების კაცსა თანა მოღუაწებით კმა-ყოფაჲ საჭიროჲსა რაჲსმე და მცირისაჲ, და ა...