თარგმანი: ეჰა საკჳრველი! ვითარ სურვილითა ქადაგებისა წარმართებისაჲთა საზრდელისაცა ნაკლულევანებასა თავს-იდებდა, რომლისა მიერ უმეტესი წარმართებაჲ მიეცემოდა ღმრთისმქადაგებლობასა მისსა! რომლისათჳსცა სამსახე არს ბრალი კორინთელთაჲ: ვითარ ქადაგი მათი ნაკლულევან იყო საჭიროჲსა საზრდელისაგან და ვითარ არა ხოლო შორს მყოფსა არა წარუგზავნიდეს, ვითარ-იგი მაკედონელნი, არამედ არცაღა მუნ მყოფსა ზრდიდეს მას, რომელსა თჳთვე მოციქული აღუსუბუქებს, ვითარმედ: "მე თჳთ არა ვიჴუმიე, არა თუ თქუენ არა მომეცით, არამედ მე არა დაგიმძიმებდი". ხოლო ნაკლულევანებისა რაჲ აღვსებაჲ თქუა, ცხად ყო, ვითარმედ არარას ვისგან მიიღებდა ნამეტავსა, თჳნიერ კნინოდენსა რასმე და საჭიროჲსა ნაკლულევანებისა აღმავსებელსა. ხოლო სახელსა აღმავსებელთასა ამისთჳს დასდებს, რაჲთა კორინთელნი უმეტესად აღაბამვნეს ქმნად მოწყალებისა, რამეთუ ფილიპელთა მიერ მოძღუანებულ იყო მისდა, რაჲ-იგი მოართუეს ძმათა მაკედონელთა. ფილიპიაჲ უკუე არს ქალაქი მაკედონიისაჲ, ხოლო მაკედონიაჲ —სოფლები დასავალისაჲ.
2 კორინთელთა მიმართ 11:9
8. სხვა ეკლესიებს ვაკლებდი და სანოვაგეს ვიღებდი მათგან, რომ თქვენ მოგმსახურებოდით; ხოლო თქვენს შორის ყოფნისას, თუმცა მიჭირდა, არავისთვის შემიწყენია თავი.9. რადგანაც ჩემი ნაკლულება შეავსეს მაკედონიიდან მოსულმა ძმებმა; თუმცა, სხვა მხრივაც, ისე გამქონდა თავი, რომ არ შემიწუხებიხართ, და კვლავ გავიტან.10. ქრისტეს ჭეშმარიტება ნუ მომეშალოს, რომ ამ სიქადულს ვერვინ წამართმევს აქაიის ვერცერთ მხარეში.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11