თარგმანი: იხილე სიმდაბლე გონებისა მისისაჲ; ვითარ მისცემდა რაჲ სასწაულსა და ხატსა თჳსისა მოციქულებისასა ყოველნი იგი პირად-პირადობანი ღუაწლთა და შრომათა თჳსთანი ერთსა სიტყუასა შინა მოკლედ შეაწყუდინა, ვითარმედ "ყოვლითა მოთმინებითა". ხოლო ღმრთისა ძლიერებანი მრავალსახედ და განვრცელებულად წარმოთქუნა: "სასწაულებითა და ნიშებითა და ძალითა", რამეთუ მისი და ყოვლისა ქადაგისაჲ ესე ოდენ არს თჳს და საკუთარ, რაჲთა ყოველი მოთმინებაჲ აჩუენოს ყოველსა შინა, ხოლო ესე ღმრთისა ნიჭი არს, რაჲთა მისცეს სასწაულები და ნიშები და ძალი. რამეთუ ამათ მიერ იქმნების ყოვლისავე ჴელმწიფებისა ქონებაჲ, კეთილის-ყოფად მორჩილთა და განშჯად ურჩთა.
2 კორინთელთა მიმართ 12:12
11. უგუნური გავხდი ქადილით; თქვენ მაიძულეთ, ვინაიდან თქვენ უნდა გექეთ; რადგანაც არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები, თუმცაღა არარა ვარ.12. მოციქულის ნიშნები გამოჩნდა თქვენში მთელი მოთმინებით, სასწაულებით, ნიშებითა და ძალით.13. ვინაიდან თუ რამეთი ჩამორჩებით სხვა ეკლესიებს, მხოლოდ იმით, რომ მძიმე ტვირთად არ დაგწოლივართ, მომიტევეთ ეს უსამართლობა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 12