მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 12:13

12. მოციქულის ნიშნები გამოჩნდა თქვენში მთელი მოთმინებით, სასწაულებით, ნიშებითა და ძალით.13. ვინაიდან თუ რამეთი ჩამორჩებით სხვა ეკლესიებს, მხოლოდ იმით, რომ მძიმე ტვირთად არ დაგწოლივართ, მომიტევეთ ეს უსამართლობა.14. აჰა, მე მზად ვარ მესამედაც მოვიდე თქვენთან, და არც ამჯერად შეგაწუხებთ, რადგანაც თქვენსას კი არ ვეძებ, არამედ - თქვენ. შვილები კი არ უნდა უგროვებდნენ საუნჯეს მშობლებს, არამედ მშობლები - შვილებს.
2 კორინთელთა მიმართ თავი 12
13. ვინაიდან თუ რამეთი ჩამორჩებით სხვა ეკლესიებს, მხოლოდ იმით, რომ მძიმე ტვირთად არ დაგწოლივართ, მომიტევეთ ეს უსამართლობა.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ რაჲ არს, რომლითა-იგი იძლიენით უფროჲს სხუათა მათ ეკლესიათა, გარნა თუ, რამეთუ მე თჳთ არარაჲ დაგიმძიმე თქუენ? მომმადლეთ მე შეცოდებაჲ ესე (12,13).:

თარგმანი: იხილე კუალად სხუაჲცა სიბრძნე ყოვლადბრძნისაჲ მის, რამეთუ რაჟამს ცრუმოციქულთა თანა-შეატყუებდეს თავსა თჳსსა, მაშინ იტყჳს: "უფროჲსღა მე", რაჲთა ყოვლად შეუტყუებელ ყვნეს იგინი თავისა თჳსისა თანა; ხოლო რაჟამს ჭეშმარიტებისა ქადაგთა და მოციქულთა ქრისტესთა თანა განიკითხვიდეს თავსა თჳსსა, დაღაცათუ უფროჲს მათ ყოველთაჲსა დაშურა, გარნა არარას უმეტესსა საზომსა ეძიებს, ოდენ არარაჲთ ნაკლულევან იყოს მათგან, არცა შესაკრებელნი მოწაფეთა მისთანი — მოწაფეთა მათთაგან. ვინაჲცა აწ კორინთელთა კითხვისსახითა ამით სიტყჳთა ამას დაუმტკიცებს, ვითარმედ: არცა ერთითა რაჲთ სხჳთა დაკლებულ არიან იგინი სხუათა მათგან ეკლესიათა და შესაკრებელთა სამოციქულოთა; თჳნიერ ერთი ესე ოდენ არს ნაკლულევანებაჲ, რამეთუ მოძღუარი არარას მიიღებს მოწაფეთაგან, რაჲთა არარაჲ დაუმძიმოს მათ, ხოლო მოწაფენი ამას ზედა მწუხარე არიან და თჳსად ნაკლულევანებად შეჰრაცხენ, რამეთუ არა იგიცა მათგან იზარდების, ვითარცა სხუანი მოციქულნი —თჳსთა მოწაფეთაგან. და ვინაჲთგან საღმრთო არს გულისკლებაჲ ესე, ამისთჳს მოციქული სიმშჳდით და სიმდაბლით ეტყჳს, ვითარმედ: მომმადლეთ მე შენდობაჲ ამის ცთომილებისაჲ, და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის