თარგმანი: ეჰა გარდამატებულებასაღა სიმდაბლისასა! ესოდენნი საკჳრველებანი წარმოთქუნა, რაოდენთა არცა კაცთა სასმენელნი ღირს იყვნეს სმენად, და ჯერეთ უგუნურვე უწოდს თავსა თჳსსა, და განაცხადებს მიზეზსა, ვითარმედ: "თქუენ მაიძულეთ, რამეთუ შემეშინა; ნუუკუე ძაგებასა შინა ჩემსა ქადაგებისაცა ჩემისა გმობაჲ და ურწმუნოებაჲ შთაგითესონ ცრუმოციქულთა მათ, რომელთასა ცუდისზრახვასა არათუმცა ადვილად მიდევნებულ იყვენით თქუენ, არად საჴმარ იყვნეს ჩემდა სიტყუანი ესე სიქადულისანი".
10. მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი.11. უგუნური გავხდი ქადილით; თქვენ მაიძულეთ, ვინაიდან თქვენ უნდა გექეთ; რადგანაც არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები, თუმცაღა არარა ვარ.12. მოციქულის ნიშნები გამოჩნდა თქვენში მთელი მოთმინებით, სასწაულებით, ნიშებითა და ძალით.
2 კორინთელთა მიმართ თავი 12