მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 12:14

13. ვინაიდან თუ რამეთი ჩამორჩებით სხვა ეკლესიებს, მხოლოდ იმით, რომ მძიმე ტვირთად არ დაგწოლივართ, მომიტევეთ ეს უსამართლობა.14. აჰა, მე მზად ვარ მესამედაც მოვიდე თქვენთან, და არც ამჯერად შეგაწუხებთ, რადგანაც თქვენსას კი არ ვეძებ, არამედ - თქვენ. შვილები კი არ უნდა უგროვებდნენ საუნჯეს მშობლებს, არამედ მშობლები - შვილებს.15. ამიტომაც ხალისით დავიხარჯები და დავიწრიტები თქვენი სულისთვის; მაგრამ რაკი ასე ძლიერ მიყვარხართ, განა ნაკლებ უნდა გიყვარდეთ?
2 კორინთელთა მიმართ თავი 12
14. აჰა, მე მზად ვარ მესამედაც მოვიდე თქვენთან, და არც ამჯერად შეგაწუხებთ, რადგანაც თქვენსას კი არ ვეძებ, არამედ - თქვენ. შვილები კი არ უნდა უგროვებდნენ საუნჯეს მშობლებს, არამედ მშობლები - შვილებს.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აჰა ესერა მესამედ განმზადებულ ვარ მისლვად თქუენდა, და არაჲვე დაგიმძიმო თქუენ (12,14).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: არცა ამისთჳს დავაცადებ მოსლვასა თქუენდა, რამეთუ არარას ვიჴუმევ თქუენგან. აჰა ორგზის მოსრული მესამედ-ცა განვემზადები მოსლვად თქუენდა, არა სხჳთა სახითა, ვითარმცა მაშინ არა-მიღებაჲ შევინანე აწინდელითა მიღებითა, არამედ არცა რას აწ მივიღებ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის