თარგმანი: ორგზის მისრულ იყო და აწ მესამედ ეგულებოდა მისლვაჲ, რომლისათჳს შემოიღებს სიტყუასა საწამებელსა წიგნისაგან მეორისა შჯულისა და იტყჳს, ვითარმედ: ვითარცა-იგი მუნ განწესებულ არს, რაჲთა ორნი ანუ სამნი მოწამენი დაჰჴსნიდენ ყოველსა საეჭუსა და გამოსაძიებელსა სიტყუასა, ეგრეთვე მესამე ესე მოსლვაჲ ჩემი ჰყოფს დასასრულსა ყოვლისა დროებისა და სულგრძელებისასა, რომელ ვაჩუენე თქუენდა მიმართ, და მოაწევს პატიჟსა კადრებათა და უწესოებათასა მოქმედთა ზედა უწესოებისათა.
2 კორინთელთა მიმართ 13:1
1. ეს უკვე მესამედ მოვდივარ თქვენთან. ორი თუ სამი მოწმის პირით დამტკიცდება ყოველი სიტყვა.2. ადრეც, ჩემი მეორედ მანდ ყოფნის ჟამსაც, მითქვამს და ახლაც შორიდან ვეუბნები ყველას, ვინც უწინ სცოდა და სხვებსაც, რომ არავის დავინდობ, როცა კვლავ მოვალ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 13