მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 13:2

1. ეს უკვე მესამედ მოვდივარ თქვენთან. ორი თუ სამი მოწმის პირით დამტკიცდება ყოველი სიტყვა.2. ადრეც, ჩემი მეორედ მანდ ყოფნის ჟამსაც, მითქვამს და ახლაც შორიდან ვეუბნები ყველას, ვინც უწინ სცოდა და სხვებსაც, რომ არავის დავინდობ, როცა კვლავ მოვალ.3. რაკიღა იმის დასტურს ეძებთ, მეტყველებს თუ არა ჩემში იესო ქრისტე, რომელიც უძლური როდია თქვენს მიმართ, არამედ ძლიერი - თქვენს შორის.
2 კორინთელთა მიმართ თავი 13
2. ადრეც, ჩემი მეორედ მანდ ყოფნის ჟამსაც, მითქვამს და ახლაც შორიდან ვეუბნები ყველას, ვინც უწინ სცოდა და სხვებსაც, რომ არავის დავინდობ, როცა კვლავ მოვალ.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: წინაჲსწარ ვთქუ და აწცა წინაჲსწარ ვიტყჳ, ვითარცა-იგი პირისპირ მეორედ მაშინ, და აწ შორით მივსწერ წინაჲსწარ შეცოდებულთა მათდა და სხუათა ყოველთადა, რამეთუ უკუეთუ მოვიდე კუალად, არღარა ვჰრიდო (13,2).:

თარგმანი: შუენიერად შეამკო აღწერილი ესე, რამეთუ ზემო სამნი მისლვანი თქუნა სამად მოწამედ, ხოლო აწ კუალად ორთა მისლვათა თანა მესამე ჰყოფს მიწერასა ამას, ვითარმედ: ორგზის მითქუამს პირისპირ, და აწ მესამედ — მიწერით. და ამათცა სამთა სარწმუნოთა მოწამეთა მიერ დაიმტკიცეთ, ვითარმედ არღარა ვჰრიდებ შეცოდებულთა მათ, უკუეთუ მერმეცა უნანელად ეგნენ-ვე-ღა, რამეთუ წინაჲსწარ თქუმაჲ და სამგზის თქუმაჲ, და არა ხოლო თჳსაგან მარტოთაჲ, არამედ წინაშე ყოველთა თქუმაჲ — კმა არს ჟამად დროებისა და სინანულისა. ხოლო შენ იხილე ჯეროვნად წინა-მზრუნველობაჲ, ვითარ შეცოდებულთა ეტყჳს, რაჲთა შეინანონ, და ყოველთა ეტყჳს, რაჲთა იგინი აქუნდენ მოწამედ, რაჟამს შეუნანებელად დადგრომილთა ზედა მოაწიოს საშჯელი, ვითარმედ უბრალო არს ტანჯვისა მისთჳს, რომელი სამგზის წინა-აუწყა მათ, ვითარმედ დაღათუ ვიდრე მოაქამდე ერიდა მათ, ვითარცა მამაჲ, აწ არღარა ერიდოს, უკუეთუ არა მოიქცენ და შეინანონ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის