მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 13:10

9. რადგანაც ვხარობთ, როცა ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი - ძლიერნი, და ამიტომაც თქვენი სრულყოფისთვის ვლოცულობთ.10. შორიდანაც მიტომ გწერთ ამას, რომ მანდ მოსვლისას მთელი სიმკაცრით არ მოვიქცე, თანახმად იმ ხელმწიფებისა, რომელიც დასაქცევად კი არა, ასაშენებლად მომცა უფალმა.11. სხვა მხრივ კი, გიხაროდეთ, ძმანო, განმტკიცდით, ნუგეშისცემა და ერთსულოვნება ნუ მოგეშალოთ, მშვიდობა გქონდეთ და თქვენთან იქნება სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 13
10. შორიდანაც მიტომ გწერთ ამას, რომ მანდ მოსვლისას მთელი სიმკაცრით არ მოვიქცე, თანახმად იმ ხელმწიფებისა, რომელიც დასაქცევად კი არა, ასაშენებლად მომცა უფალმა.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ამისთჳს ამას შორით მივსწერ, რაჲთა არა მო-რაჲ-ვიდე, თუალ-უხუავად ვიჴუმიო ჴელმწიფებისა მისებრ, რომელ მომცა მე უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად (13,10).:

თარგმანი: ვინაჲთგან ფრიად მხილებით ეზრახა მათ ყოველსავე ამას შინა და უფროჲსღა დასასრულსა ებისტოლისასა, აწ მიზეზსაცა ეტყჳს მხილებისასა, ვითარმედ: ამისთჳს განვაფიცხენ სიტყუანი, რაჲთა წიგნი ესე ოდენ კმა იყოს განმართებად ცთომილებათა თქუენთა, და არცა ერთიღა მიჴმდეს პირისპირ მოსრულსა თუალ-უხუაგად ჴუმევაჲ საშჯელისაჲ, რომელ არს მიჴდაჲ პატიჟისაჲ, რომლისა ქმნად ჴელ-მეწიფების ბრძანებითა უფლისაჲთა, ხოლო ნუ გიკჳრს, ვითარ აღსაშენებელ, და არა დასარღუეველ, უწოდს ტანჯვასა შეცოდებულთასა, რომლითა თჳთ მოქმედნი იგი ბრალისანი იტანჯვიან ჴორცითა, რაჲთა სული ცხონდეს და კუალად მხედველნი დაშჯისა მათისანი განეკრძალებიან არა-ცოდვად შიშითა პატიჟისა მიჴდისაჲთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის