1.ეს უკვე მესამედ მოვდივარ თქვენთან. ორი თუ სამი მოწმის პირით დამტკიცდება ყოველი სიტყვა.2.ადრეც, ჩემი მეორედ მანდ ყოფნის ჟამსაც, მითქვამს და ახლაც შორიდან ვეუბნები ყველას, ვინც უწინ სცოდა და სხვებსაც, რომ არავის დავინდობ, როცა კვლავ მოვალ.3.რაკიღა იმის დასტურს ეძებთ, მეტყველებს თუ არა ჩემში იესო ქრისტე, რომელიც უძლური როდია თქვენს მიმართ, არამედ ძლიერი - თქვენს შორის.4.რადგანაც თუ უძლურებით ეცვა ჯვარს, ცოცხალია ღვთის ძალით; და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ღვთის ძალით მასთან ერთად ვიცოცხლებთ თქვენთვის.5.მაშ, გამოსცადეთ თქვენი თავი, მკვიდრობთ თუ არა რწმენაში; შეამოწმეთ თქვენივე თავი; ნუთუ არ იცით, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ არა და, გამოცდისთვის ვერ გაგიძლიათ.6.მაგრამ იმედი მაქვს, ის მაინც იცით, რომ ჩვენ არა ვართ გამოუცდელნი.7.ღმერთს ვევედრები, რომ არ ჩაიდინოთ რამე ბოროტი, იმიტომ კი არა, რომ ჩვენი გამოცდილება გიჩვენოთ, არამედ იმიტომ, რომ სიკეთეს მისდევდეთ, ჩვენ კი თუნდაც გამოუცდელნი ვიყოთ.8.ჩვენ არაფერი შეგვიძლია ჭეშმარიტების წინააღმდეგ; თუ რამ შეგვიძლია, ჭეშმარიტებისათვის შეგვიძლია მხოლოდ.9.რადგანაც ვხარობთ, როცა ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი - ძლიერნი, და ამიტომაც თქვენი სრულყოფისთვის ვლოცულობთ.10.შორიდანაც მიტომ გწერთ ამას, რომ მანდ მოსვლისას მთელი სიმკაცრით არ მოვიქცე, თანახმად იმ ხელმწიფებისა, რომელიც დასაქცევად კი არა, ასაშენებლად მომცა უფალმა.11.სხვა მხრივ კი, გიხაროდეთ, ძმანო, განმტკიცდით, ნუგეშისცემა და ერთსულოვნება ნუ მოგეშალოთ, მშვიდობა გქონდეთ და თქვენთან იქნება სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი.12.მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით.13.მოკითხვას გითვლით ყველა წმიდა.14.მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და ზიარება სული წმიდისა ყველა თქვენგანთან. ამინ.
მოციქულისაჲ: მე თავადი პავლე გლოცავ თქუენ სიმშჳდითა მით და სახიერებითა ქრისტესითა (10,1).
თარგმანი: დიდ არიან პატივნი მოციქულისანი, გესმოდის რაჲ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: "მე თჳთ პავლე" (ესე იგი არს მოციქული და მოძღუარი სოფლისაჲ), რამეთუ დაასრულა რაჲ ერისა მიმართ სიტყუაჲ მოწყალებისათჳს, ამიერ იწყებს სიტყუათა მხილებისათა, ცრუმოციქულთა და მაგინებელთა თჳსთა მიმართ, რამეთუ მოშიშ არს, ნუუკუე მისსა შეურაცხ-ყოფასა თანა შეურაცხ იქმნეს მის მიერ ქადაგებულიცა იგი სახარებაჲ ჭეშმარიტებისაჲ. ამისთჳს...
პავლესი: დაღაცათუ ჯუარ-ეცუა უძლურებით, არამედ ცხოველ არს ძალითა ღერთემბისაჲთა (13,4).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: დაღაცათუ ჯუარს-ეცუა ცოდვათა ჩუენთათჳს, რამეთუ უძლურებად ჩუენთა ცოდვათა იტყჳს, გარნა, ვითარცა ღმერთი ყოვლადძლიერი, ძალითა თჳსისა ღმრთეებისაჲთა სიკუდილსაცა შინა ცხოველად გამოჩნდა, რამეთუ წარმოტყუენა ჯოჯოხეთი, და აღდგა მესამესა დღესა.
მეორე ებისტოლე კორინთელთა ფილიპიაჲთ მიუწერა ტიტეს მიერ და ლუკაჲს და ბარნაბაჲსა.
...ურის მიმართ სრულ უგულებელყოფას გამოავლენს. ყველაფერი ხილული ჩრდილსა და სიზმარს დაემსგავსება ასეთ ადამიანს; თითქოს უკვე ცაში ცხოვრობს, ამ ცხოვრებაში არაფრის სურვილი ექნება. ასეთი იყო პავლე, ქვეყნიერების მოძღვარი, რის გამოც ძახილით ამბობდა: ანუ „გამოცდასა ეძიებთ მისსა, რომელი-იგი ჩემ მიერ იტყჳს ქრისტე" (). და კვლავ: „ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე" (). და კვლავ: „რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ჴორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ". ხედავ აქ კაცს, რომელიც სხეულითაა მოსილი, მაგრამ ყველაფერზე ისე ლაპარაკობს, თითქოს უსხეულო არსების ხვედრი რგებოდა?
4. სულიერი მსხვერპლი და ფხიზლად ყოფნა ეშმაკის წინააღმდეგ
მას მივბაძოთ ყველამ, მოვაკვდინოთ ხორცის სხეულის ნაწილები და ცოდვისთვის უმოქმედო გავხადოთ ისინი. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია ღვთისთვის სათნო მსხვერპლად წარვუდგინოთ ისინი. ხედავ რაღაც ახალსა და უჩვეულოს ამ მსხვერპლში? როცა სხეულის ნაწილები მკვდარნი ხდებიან, მაშინ ყველაზე მისაღებნი ხდებიან მსხვერპლისთვის. რატომ და რისთვის? იმიტომ, რომ ეს სულიერი მსხვერპლია და არაფერ გრძნობადს არ შეიცავს. გრძნობად მსხვერპლში არა მხოლოდ ყოველი მკვდარი იკრძალება, არამედ ცოცხალიც კი, რ...
წმიდა სინოდის წევრებს - ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა და ეპისკოპოსთა, მოძღვართა და დიაკონთა, პატიოსან ბერ-მონოზონთა და ყოველთა საქართველოს ქრისტეს მიერ საყვარელ საპატრიარქოს შვილთა, მკვიდრთა საქართველოისა და მცხოვრებთა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ:
...დანო, ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოისა და მცხოვრებნო ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ.
ძმანო, გიხაროდენ, განმტკიცენით, ნუგეშინის-ცემულ იქმნენით, ნუგეშინის სცემდით, მასვე ზრახევდით, მშჳდობასა ჰყოფდით; და ღმერთი სიყუარულისაჲ და მშვიდობისაჲ იყავნ თქუენ თანა().
წყალობითა ღმრთისაჲთა დადგა ეს კურთხეული დღე ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისა, როდესაც ჩვენი გულები სავსეა სრულყოფილი სიყვარულითა და ზემიწიერი სიხარულით, როდესაც ძლევის გალობას შეჰღაღადებს ცა და ქვეყანა აღდგომილ მაცხოვარს. აღვსილი ღვთაებრივი სიყვარულითა და სიხარულით გულითადად გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს:
ქრისტე აღდგა!
მარადიული და განუზომელია ეს სიტყვები. ქრისტეს აღდგომა არა მარტო სახარებისეული ისტორიის, არამედ ქრისტიანული ეკლესიის ცხოვრების უდიადესი მოვლენაა, იგი სახეა ჩვენი აღდგომისა, წინაუწყებაა ეკლესიის აღდგომისა, რომელიც ქრისტეს სხეულს წარმოადგვნს.
წმ. ათანასე დიდის მოძღვრებით, „უფალმა ცხოვნების უმთავრეს მიზნად სცნო გამოეცხადებინა აღდგომა თავისი სხეულისა, რათა ამით ეჩვენებინა ნიშანი სიკვდილზე გამარჯვებისა და დაერწმუნებინა ყოველნი, რომ დახსნილ არს ხრწნილება და მომადლებულ არს უხრწნელობა“ (სწავლანი, წ.1, გვ.219).