თარგმანი: არა ამისთჳს სტანჯავს, რაჲთა გამოცდილებაჲ მისცეს მისი, არამედ ამისთჳს, რამეთუ მოუქცეველად ჰგიან ცოდვისაგან, და ამას ზედა ჰგონებენ მოციქულისათჳს, ვითარმედ არა მის მიერ იტყჳს. ამისთჳს თავსა შორის თჳსსა მეტყუელად უჩუენებს მათ ქრისტესა, რომელი-იგი დაღაცათუ ურწმუნოთა და უკურნებელთა მიმართ უძლურ საგონებელ იქმნების, რამეთუ საუკუნოდ დროებს ტანჯვასა მათსა და არა აქავე აჩუენებს ძალსა მტანჯველობისასა, არამედ "თქუენდა მიმართ" და "თქუენ შორის", ესე იგი არს მორწმუნეთა ზედა და მორწმუნეთა შორის აქავე მოაწევს ძლიერებასა თჳსსა სატანჯველად ჴორცთა, რაჲთა სული ცხონდეს. ესრეთ უკუე ყოვლად ყოველთა ზედა ძლიერისა ღმრთისაჲ ურწმუნოთა მიმართ ითქუმის უძლურ საგონებელობაჲ, რამეთუ არა აქავე უჩუენებს მათ ძალსა მტანჯველობისასა, ვითარცა საუკუნოდ ტანჯვად დამარხულთა, ხოლო ჩუენდა მომართ და ჩუენ შორის, მორწმუნეთა, მარადის ცხად ჰყოფს ძლიერებასა მტანჯველობისასა, რაჲთა აქავე ტანჯვითა საუკუნოდ ტანჯვისაგან გჳჴსნნეს.
2 კორინთელთა მიმართ 13:3
...ს ხედავენ, რამდენადაც მათთვის ხილვა შესაძლებელია. პავლემ კი მჯდომარე არ იხილა, არამედ თავის თავში ჰყავდა ქრისტე, რომელიც ლაპარაკობდა, და იმის ნაცვლად, რომ ეთქვა: „ამას ამბობს უფალი", ამბობდა: „ვინაჲთგან გამოცდასა ეძიებთ მისსა, რომელი-იგი ჩემ მიერ იტყჳს ქრისტე“ ()? და კვლავ: „პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი“ (), რითაც აჩვენებს, რომ არაფერი მისი არ არის; რადგან მოციქული იმას წარმოთქვამს, რაც მის მომავლინებელს ეკუთვნის. და კვლავ: „ვჰგონებ, ვითარმედ სული ღმრთისაჲ მაქუს მე.“ (). ის სიტყვები, მაშ, ყველა სულიწმინდით წარმოთქვა, ხოლო ეს, რასაც ახლა ამბობს, ღმერთისგან ცხადადაც მოისმინა; ისევე, როგორც ის სიტყვა, რომელსაც ეფესელ ხუცესებთან საუბრისას ამბობდა: „ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს მოღებისა.“ (), დაუწერელ და დუმილით შემონახულ სიტყვად ჰქონდა მოსმენილი. მაშ, ვნახოთ, ახლა რას ამბობს....
...ურის მიმართ სრულ უგულებელყოფას გამოავლენს. ყველაფერი ხილული ჩრდილსა და სიზმარს დაემსგავსება ასეთ ადამიანს; თითქოს უკვე ცაში ცხოვრობს, ამ ცხოვრებაში არაფრის სურვილი ექნება. ასეთი იყო პავლე, ქვეყნიერების მოძღვარი, რის გამოც ძახილით ამბობდა: ანუ „გამოცდასა ეძიებთ მისსა, რომელი-იგი ჩემ მიერ იტყჳს ქრისტე" (). და კვლავ: „ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე" (). და კვლავ: „რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ჴორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ". ხედავ აქ კაცს, რომელიც სხეულითაა მოსილი, მაგრამ ყველაფერზე ისე ლაპარაკობს, თითქოს უსხეულო არსების ხვედრი რგებოდა?
4. სულიერი მსხვერპლი და ფხიზლად ყოფნა ეშმაკის წინააღმდეგ
მას მივბაძოთ ყველამ, მოვაკვდინოთ ხორცის სხეულის ნაწილები და ცოდვისთვის უმოქმედო გავხადოთ ისინი. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია ღვთისთვის სათნო მსხვერპლად წარვუდგინოთ ისინი. ხედავ რაღაც ახალსა და უჩვეულოს ამ მსხვერპლში? როცა სხეულის ნაწილები მკვდარნი ხდებიან, მაშინ ყველაზე მისაღებნი ხდებიან მსხვერპლისთვის. რატომ და რისთვის? იმიტომ, რომ ეს სულიერი მსხვერპლია და არაფერ გრძნობადს არ შეიცავს. გრძნობად მსხვერპლში არა მხოლოდ ყოველი მკვდარი იკრძალება, არამედ ცოცხალიც კი, რ...