მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 13:9

8. ჩვენ არაფერი შეგვიძლია ჭეშმარიტების წინააღმდეგ; თუ რამ შეგვიძლია, ჭეშმარიტებისათვის შეგვიძლია მხოლოდ.9. რადგანაც ვხარობთ, როცა ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი - ძლიერნი, და ამიტომაც თქვენი სრულყოფისთვის ვლოცულობთ.10. შორიდანაც მიტომ გწერთ ამას, რომ მანდ მოსვლისას მთელი სიმკაცრით არ მოვიქცე, თანახმად იმ ხელმწიფებისა, რომელიც დასაქცევად კი არა, ასაშენებლად მომცა უფალმა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 13
9. რადგანაც ვხარობთ, როცა ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი - ძლიერნი, და ამიტომაც თქვენი სრულყოფისთვის ვლოცულობთ.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ გჳხარის, რაჟამს ჩუენ უძლურ ვიყვნეთ, ხოლო თქუენ ძლიერ იყვნეთ (13,9).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვთქუ რაჲ მორჩილებაჲ ჭეშმარიტებისაჲ, ნუ გგონიეს, ვითარმედ იძულებით ვიქმ მას; არამედ ნებსით მხიარულ ვარ, რაჟამს თქუენ განსძლიერდეთ სინანულითა, მოიქცეთ რაჲ უძლურებისაგან ცოდვათაჲსა და განერნეთ მის ძლით თქუენ ზედა მოწევნადისა ტანჯვისაგან, დაღაცათუ თქუენ უძლურებაჲ დამასაჯოთ, ვითარცა ვერ-შემძლებელსა ტანჯვად თქუენდა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის