მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 2:6

5. ხოლო თუ ვინმემ დამამწუხრა, მე კი არ დამამწუხრა, არამედ, რომ არ გადავაჭარბო, ნაწილობრივ ყველა თქვენგანიც.6. მის სასჯელად ისიცა კმარა, რომ დაიგმო მრავალთა მიერ.7. ასე რომ, პირიქით, გმართებთ უმალ მიუტევოთ და ანუგეშოთ, რათა მეტისმეტ მწუხარებას არ მიეცეს.
2 კორინთელთა მიმართ თავი 2
6. მის სასჯელად ისიცა კმარა, რომ დაიგმო მრავალთა მიერ.
თავი ბ̂. სიყუარულისათჳს მათისა და რიდობისა. რაჲთა არა შეაწუხნეს, დაღათუ ფრიად სარგებელ ეყოფვის შეწუხებაჲ, ვითარცა-იგი მისთჳს, რომელმან ისიძვა, და შეჰრისხნა, რომელსაცა შეუნდობს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა არა დაგიმძიმო თქუენ ყოველთა, კმა არს ეგევითარისა მის შერისხვაჲ ესე მრავალთაჲ (2,5-6).:

თარგმანი: ვითარ-იგი მწუხარებასა, ეგრეთვე სიხარულსა თჳსსა იზიარებს მათ, და ზოგად აღასუბუქებს სიმძიმესა, ვითარმედ: განაგდეთ ყოველთა ტჳრთი მწუხარებისაჲ, რომელი-იგი თქუენდაცა სამძიმარ არს, და უფროჲსღა მისსა, შერისხვაჲ და განგდებულებაჲ თჳსი, ესოდენისა მისგან სიმრავლისა. ხოლო კეთილად არასადა მოიჴსენებს სახელსა მისსა, რაჲთა არა სახელის-დებით განქიქებითა კუალად უმეტეს აღადგინოს მის ზედა რისხვაჲ იგი ერისაჲ.

კორინთელთაჲ ბ ებისტოლე თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: კმა არს შერისხვაჲ ეგევითარსა მას, ნუ უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას (2,6-7).:

თარგმანი: ეშინოდა მოციქულსა, ნუ-უკუე რაჲ. იგი ქმნა იუდა, ქმნას მანცა, და ამისთჳს უბრძანებს, რაჲთა ნუგეშინის-სცენ და შეიწყნარონ.

ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...ინა „სიძვაი, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-ედების“ (), და ჭრილობის მიმართ უგრძნობლად იყო (რადგან ეს არის უკუღმართობის მეტისმეტობა), აი, სწორედ ასეთი ისე მოიდრიკა და შემოკავდა, რომ პავლემ თქვა: „კმა-არს ეგევითარისა მის შერისხვაჲ ესე მრავალთაჲ“ (); „განამტკიცეთ მის ზედა სიყუარული.“ (). რადგან მაშინ ის ისე იყო, როგორც დანარჩენი სხეულისგან მოწყვეტილი ასო.

4.

ხოლო ამის მაშინდელი საშიშროების მიზეზი ის გახლდათ, რომ მათთან ყოფნაც დიდ სიკეთედ მიაჩნდათ. რამეთუ როგორც ერთ სახლში მცხოვრებნი, ერთი მამის ქვეშ მყოფნი და ერთი ტრაპეზის მოზიარენი, ასე ცხოვრობდნენ მაშინ თითოეულ ეკლესიაში. მაშ, ასეთი სიყვარულიდან გამოვარდნა რაოდენი ბოროტება იყო? ახლა კი თვით ყოფნაც აღარ ჩანს დიდად, რადგან დიდად აღარ ითვლება, როცა ერთმანეთთან ვართ. რაც მაშინ სასჯელის რიგში იდგა, ის ახლა, სიყვარულის დიდი გაცივების გამო, სასჯელის...

სრულად ნახვა