მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 3:10

9. რადგანაც, თუ განკითხვის მსახურება დიდებაა, მით უფრო მეტი იქნება დიდება სამართლიანობის მსახურებისა,10. იმდენად, რომ იმ დიდებას აღარც კი ეთქმის დიდება ამ უზენაეს დიდებასთან შედარებით.11. ვინაიდან თუ წარმავალს ჰქონდა დიდება, რამდენად უფრო მეტია დიდება წარუვალისა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 3
10. იმდენად, რომ იმ დიდებას აღარც კი ეთქმის დიდება ამ უზენაეს დიდებასთან შედარებით.
თავი დ̂. სულიერისა მის მსახურებისა მისისათჳს სულისა მიერ და დიდებისა, უმაღლესისა უფროჲს შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და რამეთუ არღა დიდებულ არს დიდებადი იგი ამით ჯერითა გარდარეულისა მისთჳს დიდებისა (3,10).:

თარგმანი: ამას ძუელისა მისთჳს შჯულისა იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს ესრეთ: და რამეთუ არა დიდებულ არს დიდებული იგი ამით კერძოჲთა ზეშთა-აღმატებულისათჳს დიდებისა; ესე იგი არს, ვითარმედ არათუ თავით ოჳსით უდიდებელ იყო ძუელი შჯული ჟამსა თჳსსა, ვითარცა-იგი ლამპარი, საჩინოდ მნათობი ღამესა შინა უკუნსა, ხოლო უკუეთუ ახლისა ამის დიდებასა თანა-შევატყუებდე დიდებასა დიდებულისა მისსა, ყოვლად არცაღათუ დიდებად შეირაცხოს დიდებაჲ მისი, ზეშთა-აღმატებულებისათჳს დიდებისა ამისისა, არამედ დაიფაროს და უჩინო იქმნას, ვითარცა ლამპრისა და მთოვარისა და ვარსკულავთა საჩინოებაჲ განზოგებასა დღისასა დაიფარნიან, არათუ უნდოებისაგან თჳსისა, არამედ ზეშთა-აღმატებულისა მისგან კრთომისა შარავანდედთა მზისათა, რამეთუ ამით კერძოჲთა რაჲ თქუა, ესე ცხად ყო, ვითარმედ ამის ოდენ კერძოჲსგან დაიფარვის და უჩინო იქმნების დიდებაჲ იგი ძუელისაჲ მის, რაჟამს თანა-შეატყუა ახალსა ამას; არათუ უნდოებისაგან თჳსისა, არამედ ზეშთა-აღმატებულებისაგან ამისისა.

კორინთელთაჲ ბ ებისტოლე თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: არღა დიდებულ არს დიდებადი იგი ამით ჯერითა (3,10).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ძე ღმრთისა ბუნებით დიდებულ არს და არა ეჴმარების სხუაჲ რაჲმე დიდებაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის