1.ნუთუ ხელახლა უნდა წარმოგიდგინოთ თავი? ნუთუ ზოგიერთებივით წარდგენის წერილი გვჭირდება თქვენდამი ან თქვენგან?2.ჩვენი წერილი თქვენა ხართ, ჩვენს გულებში ჩაწერილი, ყოველი კაცისთვის გასაგები და მათ მიერვე წაკითხული.3.თქვენ ცხადყოფთ, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენი მეშვეობით შეთხზული და მელნით კი არა, ცოცხალი ღვთის სულით დაწერილი, არა ქვის ფილაზე, არამედ ხორციელი გულის ფიცარზე.4.ასეთი ნდობა გვაქვს ქრისტეს მიერ ღვთის მიმართ.5.იმიტომ კი არა, ვითომ შეგვეძლოს ჩვენით ვიაზრებდეთ რამეს, თითქოს ღვთისაგან კი არა, ჩვენგანვე გვქონდეს ამის უნარი;6.არა, ღმერთმა მოგვცა იმისი ძალა, რომ ახალი აღთქმის მსახურნი ვიყოთ; არა ასოსი, არამედ სულისა, ვინაიდან ასო კლავს, ხოლო სული აცოცხლებს.7.და თუ მსახურება სიკვდილისა, ქვაზე ასოებივით გამოსახული, იმდენად სასახელო იყო რომ ისრაელის ძენი თვალს ვერ უსწორებდნენ მოსეს სახეს, მისი დიდებული იერის გამო, რომელიც, თავისი დიდებულების მიუხედავად, მაინც წარმავალი გახლდათ, -8.რამდენად უფრო სასახელო იქნება სულის მსახურება დიდებით?9.რადგანაც, თუ განკითხვის მსახურება დიდებაა, მით უფრო მეტი იქნება დიდება სამართლიანობის მსახურებისა,10.იმდენად, რომ იმ დიდებას აღარც კი ეთქმის დიდება ამ უზენაეს დიდებასთან შედარებით.11.ვინაიდან თუ წარმავალს ჰქონდა დიდება, რამდენად უფრო მეტია დიდება წარუვალისა.12.ამიტომ ასეთი სასოების მქონენი უფრო თამამად ვმოქმედებთ,13.და არა როგორც მოსე, რიდე რომ ჩამოიფარა სახეზე, რათა ისრაელის ძეთ არ ეხილათ დასასრული წარმავალისა.14.მაგრამ დაჩლუნგდა მათი გონება, რადგანაც იგივე რიდე, ძველი აღთქმის კითხვისას, დღემდე ჩამოუხსნელი რჩება, ვინაიდან მხოლოდ ქრისტეში იხსნება იგი.15.ასე რომ, დღემდე, მოსეს კითხვისას, იგივე რიდე უბურავთ გულს.16.მაგრამ როცა უფლის მიმართ მიიქცევიან, ჩამოეხსნებათ საბურველი.17.უფალი სულია, ხოლო სადაც უფლის სულია, იქვეა თავისუფლება.18.ჩვენ კი, დაუბურავი სახით რომ ვჭვრეტთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, იმავე სახედ გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისგან.
თარგმანი: წიგნად მოსეს რჩულსა იტყჳს, რომელი ცოდვილთა მოჰკლავნ, ხოლო სულად მადლსა მას ნათლისღებისასა იტყჳს, რომელი-იგი ცოდვისა მიერ მომკუდართა განაცოცხლებს.
პავლესი: უკუეთუ მსასურებაჲ იგი სიკუდილისაჲ (3,7).
თარგმანი: მსახურებად სიკუდილისა — ძუელსა მას რჩულსა იტყჳს, რამეთუ მსახურებდა...
მოციქულისაჲ: ხოლო სასოებაჲ ესევითარი გუაქუს ქრისტეს მიერ ღმრთისა მიმართ, არა თუ თავით თჳსით შემძლებელ ვართ შერაცხად რასმე რეცათუ ჩუენგან, არამედ შეძლებაჲ ჩუენი ღმრთისაგან არს, რომელმან-იგი შემძლებელ მყვნა ჩუენ მსახურებად ახლისა შჯულისა (3,4-6).
...ჲსა ასოჲთა წერილ არიან. არარაჲ არს სარგებელი, რამეთუ არა თუ ამისთჳს მოგუეცნეს წერილნი, რაჲთა წიგნთა შინა შთავწერნეთ, არამედ რაჲთა გულთა შინა ჩუენთა შთავწერნეთ, ხოლო წიგნთა ოდენ ქონებაჲ შჯულისა ჰურიათაჲსა არს, რამეთუ ჩუენ არა ფიცართა ზედა ქვისათა დასაწერელად მოგუეცა, არამედ ფიცართა ზედა გულისათა.
ხოლო ამასღა ვიტყჳ, არა თუ წიგნთა მოგებად გაყენებ, არამედ უფროჲსად მიხარის ამას ზედა, გარნა გევედრები, რაჲთა მას თანა გონებასაცა შინა შთავწერნეთ ძალნი და სიტყუანი წიგნთანი, რამეთუ უკუეთუ სახლსა, სადა სახარებაჲ იდვას, ვერ შევალს ეშმაკი, არა უფროჲსად სულსა, რომელსა შინა ძალი სიტყუათაჲ დამკჳდრებულ იყოს, შეეშინოსა შესლვად? და არა ოდენ ეშმაკი, არამედ ყოველივე ბუნებაჲ ცოდვისაჲ. წმიდა-ყავ უკუე სული შენი, წმიდა-ყვენ ჴორცნიცა ამათ საღმრთოთა სიტყუათა გულსა და პირსა შენსა დამკჳდრებითა, რამეთუ უკუეთუ ბოროტთა სიტყუათა მეტყუელებაჲ შემაგინებელ კაცისა არს, სულიერ-თა უკუე სიტყუათა წურთამან და კითხვამან არა განწმიდოსა სულიცა და პირი და დაამკჳდროს მას შინა მადლი სულისა წმიდისაჲ? რამეთუ საღმრთონი წერილნი წამალნი არიან სულისანი, განვკურნნეთ უკუე მათ მიერ სულნი ჩუენნი.
ამათ სიტყუათა მარადის გეტყჳ და თქუმად არა დავსცხრე. რამეთუ ვითარ არა ბოროტ არს,...
...(შდრ. იერ. 31,31-34); და მოციქული პავლე ამის მადლისა უზეშთაესობასა გამოაჩინებს და იტყჳს დაწერასა რჩულისა მის ახლისასა „არა მელნითა, არამედ სულითა ღმრთისა ცხოველისაჲთა, არა ფიცართა ქვისათა, არამედ ფიცართა გულისა ჴორციელისათა“.
ვინაჲთგან კულა სიგრძესა შინა ჟამისასა მიდრკეს კაცნი, რომელნიმე გარდაქცევითა მართლისა სარწმუნოებისაჲთა და სხუანი საქმეთა მიერ ბოროტთა, ამისთჳს კუალად საჴმარ იქმნა წერილთამიერი სწავლაჲ. აწ უკუე გულისჴმა-ყავთ, რაოდენ ბოროტ არს, რომელთა-ესე თანაგუედვა ესევითარისა მოქალაქობისა მოგებაჲ, რაჲთამცა არად საჴმარ იყო ჩუენდა წერილი, არამედ წიგნთა წილ სულისა მიერ წმიდისამცა განათლდებოდეს გულნი ჩუენნი, ვინაჲთგან მას პატივსა დავაკლდით და მეორე ესე სახე საჴმარ იქმნა ჩუენდა, უკუეთუ აწ ესეცა წამალი არა ვიჴმაროთ კეთილად. ხოლო უკუეთუ ესე საბრალობელ არს, რომელ წერილნი გუეჴმარებიან და არა სულისა წმიდისა მადლითა სავსე ვართ, იხილეთ, რაოდენ უმეტეს საბრალობელ ვართ, უკუეთუ ვერცა რაჲ ამის წამლისაგან ვირგოთ, არამედ ცუდად და ამაოდ მდებარედ შევჰრაცხნეთ წერილნი უმეტეს ჩუენდა დასასჯელად. ხოლო რაჲთა არა შეგუემთხჳოს ესევითარი, გულისჴმა-ვყვნეთ წერილნი მეცნიერებით...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ. რამეთუ შჯული მოსეს მიერ მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,16-17).:
...(რომ. 1,17) და არს ძეობაჲ და ძეობაჲ, რამეთუ იტყჳს: „რომელთა-იგი არს ძეობაჲ და შვილებაჲ“. და არს დიდებაჲ და დიდებაჲ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ განქარვებადი იგი დიდებისა მიერ არს, არა უფროჲსად ჭეშმარიტი იგი დიდებული იყოსა?“ და არს შჯული და შჯული, რამეთუ იტყჳს, ვი-თარმედ: „შჯულმან მან სულისა ცხორებისამან განმათავისუფლა მე“. და არს მსახურებაჲ და მსახურებაჲ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „სულითა ღმრთისაჲთა ჰმსახურებდით“. და არს აღთქუმაჲ და აღთქუმაჲ, რამეთუ იტყჳს: „და აღგითქუა თქუენ აღთქუმაჲ ახალი, არა ვითარ-იგი აღუთქუ მამათა თქუენთა“. და სიწმიდე და სიწმიდე, და ნათლის-ღებაჲ და ნათლის-ღებაჲ, და მსხუერპლი და მსხუერპლი, და ტაძარი და ტაძარი, და წინადაცუეთაჲ და წინადაცუეთაჲ, ეგრეთვე მადლი და მადლი, არამედ იგინი სახენი იყვნეს და აჩრდილნი.
ხოლო ესე ყოველივე ჭეშმარიტება არს, და სახელითა ოდენ და არა საქმითა ჰგვანან მათ. და სახეთაცა ზედა და აჩრდილთადა რომელი სპეტაკისა წამლისა მიერ გამოიწეროს, გინა თუ შავისა...