თარგმანი: შეეშინა სიზრქესა მსმენელთასა, ნუუკუე ესმოდის რაჲ ახლისა ამის დიდებისა აღმატებულებაჲ, ნუ სადა ხილული ესე ოდენ ჰგონონ აწინდელი. ამისთჳს ყოფადისა მიმართ წარავლენს სასოებისა საუკუნეთა კეთილთაჲსა, და ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან ესევითარისა საუკუნოდ წარუვალისა დიდებისა სასოებითა აღსავსე ვართ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, მრავალი კადნიერებაჲ ვიჴუმიოთ. ესე იგი არს, ფრიადითა — კადნიერებითა ქადაგებაჲ სიტყუასა ამას ცხორებისასა.
2 კორინთელთა მიმართ 3:12
11. ვინაიდან თუ წარმავალს ჰქონდა დიდება, რამდენად უფრო მეტია დიდება წარუვალისა.12. ამიტომ ასეთი სასოების მქონენი უფრო თამამად ვმოქმედებთ,13. და არა როგორც მოსე, რიდე რომ ჩამოიფარა სახეზე, რათა ისრაელის ძეთ არ ეხილათ დასასრული წარმავალისა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 3