თარგმანი: ესე იყო სიბრმე გონებისა მათისაჲ, რამეთუ არა ხოლო მაშინ დიდებასა მოსეს პირისასა ვერ შეუძლებდეს განცდად, არამედ ვერცაღა აწ ძალსა შჯულსა შინა წერილთა მათ სიტყუათასა ვერ შემძლებელ არიან გულისჴმის-ყოფად, რომელ-ესე არს საბურველისა აღუძრცუელად ზედა-მდებარეობაჲ, რაჟამს მას შინა წერილსა მას ძალსა ვერ გულისჴმა-ჰყოფდენ, ვითარ-იგი იტყჳს მოციქული უსაკუთრესად ესრეთ, ვითარმედ: იგივე საბურველი საკითხავსა მას ზედა ძუელისა შჯულისასა ჰგიეს არა-აღპყრობილად, ვითარმედ ქრისტეს მიერ განქარდების. ესე იგი არს, ვითარმედ მას შინა წერილი იგი სიტყუაჲ ვითარცა საბურველითა დაფარული არა აღპყრობილ არს მოჴდითა საბურველისაჲთა, რაჲთამცა ესე განეცხადა მათ თჳთ მისვე შჯულისაგან, ვითარმედ: შჯული იგი ძუელი ქრისტეს მიერ განქარდების. ხოლო სიტყუაჲ იგი, ამის პირისათჳს შჯულსა შინა დაწერილი მოსეს მიერ, ესე არს, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს უფალმან ღმერთმან ძმათაგან თქუენთა, ვითარ-ესე მე; მისი ისმინეთ, ყოვლისა მისებრ, რომელი გამცნოს თქუენ. ესე იგი არს, ვითარმედ, დაღაცათუ წინააღმდგომი რაჲმე იყოს ჩემისა ამის შჯულის-დებისაჲ, ყოველივე მისი ისმინეთ; ვითარ-იგი იყო...
2 კორინთელთა მიმართ 3:14
13. და არა როგორც მოსე, რიდე რომ ჩამოიფარა სახეზე, რათა ისრაელის ძეთ არ ეხილათ დასასრული წარმავალისა.14. მაგრამ დაჩლუნგდა მათი გონება, რადგანაც იგივე რიდე, ძველი აღთქმის კითხვისას, დღემდე ჩამოუხსნელი რჩება, ვინაიდან მხოლოდ ქრისტეში იხსნება იგი.15. ასე რომ, დღემდე, მოსეს კითხვისას, იგივე რიდე უბურავთ გულს.
2 კორინთელთა მიმართ თავი 3