თარგმანი: ვითარ-იგი მსახურებად სიკუდილისა უწოდა შჯულსა, ეგრეთვე შემსგავსებულად მისსა მსახურებად ცხორებისა თანა-ედვა წოდებად მადლისა; არამედ იგი ამას დაიდუმებს და უზეშთაესითა სახელითა სახელ-სდებს, რომელ არს მსახურებაჲ სულისაჲ, რამეთუ სულსა წმიდასა აქუს ჴელმწიფებაჲ მინიჭებად ცხორებისა, ხოლო მსახურება სულისა ეწოდების ახალსა ამას შჯულსა, ვითარცა წინაგანმამზადებელსა და ღირს მყოფელსა სულისა წმიდისა მოფენისასა.
7. და თუ მსახურება სიკვდილისა, ქვაზე ასოებივით გამოსახული, იმდენად სასახელო იყო რომ ისრაელის ძენი თვალს ვერ უსწორებდნენ მოსეს სახეს, მისი დიდებული იერის გამო, რომელიც, თავისი დიდებულების მიუხედავად, მაინც წარმავალი გახლდათ, -8. რამდენად უფრო სასახელო იქნება სულის მსახურება დიდებით?9. რადგანაც, თუ განკითხვის მსახურება დიდებაა, მით უფრო მეტი იქნება დიდება სამართლიანობის მსახურებისა,
2 კორინთელთა მიმართ თავი 3