თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო უკუეთუ მსახურებაჲ სიკუდილისაჲ, წიგნითა გამოსახული ქვათა შინა, იქმნა დიდებით. ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ წიგნი იგი შჯულისაჲ, არა ლიტონად მსახური ოდენ, რომელ არს მბრძანებელი სიკუდილისაჲ, არამედ წერითცა ფიცართა ზედა ქვისათა აღმომკოდელი ქვითა განტჳნვასა შჯულისა ურჩთასა, ესოდენ დიდებულ იყო, რომელ ხილულსა მას პირსა შჯულისმდებელისასა ვერ მისახედველ ჰყოფდა, რაოდენ უფროჲს დიდებულ იყოს პირი მათი, რომელთა ქადაგებასა და მოძღურებასა შეუდგს შენდობაჲ შეცოდებათაჲ და მინიჭებაჲ სულისა წმიდისაჲ!
2 კორინთელთა მიმართ 3:7
6. არა, ღმერთმა მოგვცა იმისი ძალა, რომ ახალი აღთქმის მსახურნი ვიყოთ; არა ასოსი, არამედ სულისა, ვინაიდან ასო კლავს, ხოლო სული აცოცხლებს.7. და თუ მსახურება სიკვდილისა, ქვაზე ასოებივით გამოსახული, იმდენად სასახელო იყო რომ ისრაელის ძენი თვალს ვერ უსწორებდნენ მოსეს სახეს, მისი დიდებული იერის გამო, რომელიც, თავისი დიდებულების მიუხედავად, მაინც წარმავალი გახლდათ, -8. რამდენად უფრო სასახელო იქნება სულის მსახურება დიდებით?
2 კორინთელთა მიმართ თავი 3