მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 3:9

8. რამდენად უფრო სასახელო იქნება სულის მსახურება დიდებით?9. რადგანაც, თუ განკითხვის მსახურება დიდებაა, მით უფრო მეტი იქნება დიდება სამართლიანობის მსახურებისა,10. იმდენად, რომ იმ დიდებას აღარც კი ეთქმის დიდება ამ უზენაეს დიდებასთან შედარებით.
2 კორინთელთა მიმართ თავი 3
9. რადგანაც, თუ განკითხვის მსახურება დიდებაა, მით უფრო მეტი იქნება დიდება სამართლიანობის მსახურებისა,
თავი დ̂. სულიერისა მის მსახურებისა მისისათჳს სულისა მიერ და დიდებისა, უმაღლესისა უფროჲს შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ მსახურებაჲ იგი დაშჯისაჲ —დიდება, რავდენ უფროჲს აღემატოს მსახურებაჲ იგი სიმართლისაჲ დიდებითა! (3,9).:

თარგმანი: მითვე თანა-შესწორებითა და დიდებად სახელის-დებითა ძუელისაჲთა უმეტეს დიდებულ ჰყოფს ახალსა ამას, რამეთუ მას დიდება უწოდს საშინელებისათჳს, და მსახურება დაშჯისა — მტანჯველობისა მისთჳს ბრძანებათა მისთა გარდამავალთაჲსა, ხოლო ახლისა ამის დიდებისა აღმატებულებად იტყჳს არა ხოლო ცოდვათა განმაქარვებელობასა, არამედ სიმართლისაცა მიმნიჭებელობასა, რამეთუ წმიდა ჰყოფს და მართალ, შვილებად მიუწოდს და მერმეთა მათ კეთილთა დაუსრულებელობასა აღუთქუამს, ვინაჲცა სამართლად სახელ-სდებს მას მსახურებად სიმართლისა, რომელი-იგი განმამართლებელი არს უღმრთოთაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის