მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 4:10

9. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიუსაფარნი; გვამხობენ, მაგრამ ბოლოს ვერ გვიღებენ.10. ყოველთვის თან დავატარებთ სხეულით იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც გაცხადდეს ჩვენს სხეულში.11. ვინაიდან ჩვენ, ცოცხალნი, გამუდმებით ვეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოვლინდეს ჩვენს მოკვდავ ხორცში.
2 კორინთელთა მიმართ თავი 4
10. ყოველთვის თან დავატარებთ სხეულით იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც გაცხადდეს ჩვენს სხეულში.
თავი ვ̂. უძლურებისათჳს ჴორცთაჲსა და განძარცუვისა მათისა და კუალად შემოსისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მარადის სიკუდილი იგი უფლისა იესუჲსი ჴორცთა შინა ჩუენთა გჳტჳრთავს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი ჴორცთა ამათ შინა ჩუენთა გამოცხადნეს (4,10).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რომელი სიკუდილსა და აღდგომასა იესუჲსსა ურწმუნოებდეს, ესე ჴორცთა ამათ ჩუენთა შინა თუალით ხილვითა დაირწმუნენ, რომელნი-ესე დღითი-დღე მოკუდებიან ურიცხუებითა ჭირთაჲთა, და მარადის ცხოველ არიან მადლითა უფლისათა, და მერმისა მის საუკუნოჲსა ყოველთა აღდგომასა ცხად ჰყოფენ.

ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ქრისტესთან თანასიკვდილი და სასუფევლის სასოება:

...აზიარად გახდომაზე უარს არ ეტყოდა. სადღა მოვკვდით მასთან ერთად? ამ სიკვდილზე ამბობს: იმაზე, რომელიც განბანვითაა, და იმაზეც, რომელიც ტანჯვებითაა; რადგან ამბობს: „მარადის სიკუდილი იგი უფლისა იესუჲსი ჴორცთა შინა ჩუენთა გჳტჳრთავს“ (); და: „და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა“ (); და: „ძუელი იგი კაცი ჩუენი მის თანა ჯუარს-ეცუა“ (); და: „თანა-ნერგ ვექმნენით მსგავსებასა მას სიკუდილისა მისისასა“ ().

აქ კი განსაცდელების სიკვდილსაც გულისხმობს; უფრო კი სწორედ ამას, რადგან განსაცდელებში იყო, როცა ამას წერდა. ხოლო რასაც ამბობს, ესაა: თუ მისთვის მოვკვდით, მისთვისვე არ ვიცოცხლებთ? ეს უეჭველია. როცა ამბობს: „უკუეთუ დავითმინოთ, მის თანა ვსუფევდეთ“ (), უბრალოდ თანასუფევა კი არ ახსენა, არამედ მოთმინების პირობა დაუ...

სრულად ნახვა