თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს მიმიშუებს ჩუენ ღმერთი შთავრდომად დღითი-დღედთა განსაცდელთა, რაჲთა მტკიცედ გამოცხადნეს, ვითარმედ აღდგა ქრისტე; რამეთუ რომელი-იგი ჩუენ, დღითი-დღე მომკუდართა, აღმადგინებს, უეჭუელ არს, ვითარმედ აღუდგინებიეს მას თავიცა თჳსი. გინა თუ ესრეთ, ვითარმედ: ამისთჳს ჩუენ აქა სოფელსა ამას უწყალოდ სიკუდიდ მივსცემთ თავთა ჩუენთა დღითი-დღე, რაჲთა მერმესა მას მან თავადმან იჴსნნეს ჴორცნი ჩუენნი სიკუდილისაგან საუკუნოდ დაშჯისა, და ღირს ყოს მოკუდავებაჲ მათი უკუდავებასა საუკუნოჲსა ცხორებისა და სუფევისა თჳსისასა.
2 კორინთელთა მიმართ 4:11
10. ყოველთვის თან დავატარებთ სხეულით იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც გაცხადდეს ჩვენს სხეულში.11. ვინაიდან ჩვენ, ცოცხალნი, გამუდმებით ვეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოვლინდეს ჩვენს მოკვდავ ხორცში.12. ასე რომ, სიკვდილი ჩვენში მოქმედებს, ხოლო სიცოცხლე - თქვენში.
2 კორინთელთა მიმართ თავი 4