თარგმანი: სიკუდილად უწესს თავს-დებასა ჭირთასა, ვითარმედ: უწყალოდ სიკუდიდ განცემაჲ ესე თავთა ჩუენთაჲ კადნიერებით ქადაგებისათჳს სახარებისა მომატყუებელ გექმნების თქუენ საუკუნოჲსა ცხორებისა, რაჲთა განისწავლნეთ რაჲ სარწმუნოებასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, მან შეგიყვანნეს თქუენ ცხორებასა დაუსრულებელსა.
11. ვინაიდან ჩვენ, ცოცხალნი, გამუდმებით ვეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოვლინდეს ჩვენს მოკვდავ ხორცში.12. ასე რომ, სიკვდილი ჩვენში მოქმედებს, ხოლო სიცოცხლე - თქვენში.13. მაგრამ რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, რომელზედაც ამბობს წერილი: „მწამდა და მიტომ ვამბობდი“, ჩვენც გვწამს და მიტომ ვამბობთ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 4