მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 5:12

11. და რაკი უფლის შიში ვიცით, ხალხს ვარწმუნებთ, ხოლო ღმერთისთვის ცხადნი ვართ. და, იმედი მაქვს, ცხადნი ვართ თქვენი სინიდისისთვისაც.12. მაგრამ ხელახლა კი არ წარმოგიდგენთ თავს, არამედ იმის საბაბს გაძლევთ, რომ ჩვენით იქადოდეთ, რათა სათქმელი გქონდეთ მათთვის, ვინც სახით იქადის და არა გულით.13. რადგან თუ გონს გადავდივართ, ღვთისთვის გადავდივართ, ხოლო თუ გონიერნი ვართ, - თქვენთვის.
2 კორინთელთა მიმართ თავი 5
12. მაგრამ ხელახლა კი არ წარმოგიდგენთ თავს, არამედ იმის საბაბს გაძლევთ, რომ ჩვენით იქადოდეთ, რათა სათქმელი გქონდეთ მათთვის, ვინც სახით იქადის და არა გულით.
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და არა თუ კუალად თავთა თჳსთა შეგასწავებთ თქუენ, არამედ მიზეზსა გცემთ თქუენ სიქადულისასა ჩუენთჳს (5,12).:

თარგმანი: ყოველსა ადგილსა მოსწრაფე არს, რაჲთა არავინ ჰგონოს თუ საქებელად თჳსსა იტყჳს მაღალთა სიტყუათა; ამისთჳს აწინდელთა ამათ სიტყუათა მიზეზად ეტყჳს კორინთელთა, ვითარმედ: არა ამისთჳს ვთქუენ, რაჲთა აწღა სადმე კუალად შეგასწავო თქუენ თავი ჩემი, ადრითგან შესწავებული, არამედ ამისთჳს, რაჲთა გაქუნდენ სიტყუანი ესე წინა-განსაწყობელად ცრუმოციქულთა მათ და ცრუმოძღუართა ჩუენდა მომართისა კიცხევისა და ბასრობისა, და ამით სიქადულითა აღჳრ-ასხმიდეთ მათ, რაჲთა არა დამდაბლებასა თანა ჩუენ ჭეშმარიტებისა ქადაგთასა დააკნინონ მათ ქადაგებაჲცა ესე ჩუენი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის