მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 5:13

12. მაგრამ ხელახლა კი არ წარმოგიდგენთ თავს, არამედ იმის საბაბს გაძლევთ, რომ ჩვენით იქადოდეთ, რათა სათქმელი გქონდეთ მათთვის, ვინც სახით იქადის და არა გულით.13. რადგან თუ გონს გადავდივართ, ღვთისთვის გადავდივართ, ხოლო თუ გონიერნი ვართ, - თქვენთვის.14. ვინაიდან ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ამგვარად ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასათვის, ყველანი მოკვდნენ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 5
13. რადგან თუ გონს გადავდივართ, ღვთისთვის გადავდივართ, ხოლო თუ გონიერნი ვართ, - თქვენთვის.
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

მოციქულისაჲ: და არა თუ კუალად თავთა თჳსთა შეგასწავებთ თქუენ, არამედ მიზეზსა გცემთ თქუენ სიქადულისასა ჩუენთჳს (5,12).

თარგმანი: ყოველსა ადგილსა მოსწრაფე არს, რაჲთა არავინ ჰგონოს თუ საქებელად თჳსსა იტყჳს მაღალთა სიტყუათა; ამისთჳს აწინდელთა ამათ სიტყუათა მიზეზად ეტყჳს კორინთელთა, ვითარმედ: არა ამისთჳს ვთქუენ, რაჲთა აწღა სადმე კუალად შეგასწავო თქუენ თავი ჩემი, ადრითგან შესწავებული, არამედ ამისთჳს, რაჲთა გაქუნდენ სიტყუანი ესე წინა-განსაწყობელად ცრუმოციქულთა მათ და ცრუმოძღუართა ჩუენდა მომართისა კიცხევისა და ბასრობისა, და ამით სიქადულითა აღჳრ-ასხმიდეთ მათ, რაჲთა არა დამდაბლებასა თანა ჩუენ ჭეშმარიტებისა ქადაგთასა დააკნინონ მათ ქადაგებაჲცა ესე ჩუენი.

მოციქულისაჲ: რაჲთა გაქუნდეს მათდა მიმართ, რომელნი-იგი პირსა ხოლო წინაშე იქადიან და არა გულითაცა (5,12).

თარგმანი: ესე არს პირსა ხოლო წინაშე სიქადული, რაჟამს კაცი საჩუენებელად კაცთა რასმე იტყოდის, პირითა რეცა კეთილსა, ხოლო გული მისი ცალიერ იყოს კეთილისაგან; ანუ თუ კუალად, მაჩუენებლობით რასმე ჰყოფდეს და სული მისი უნაყოფო იყოს საქმისა მისგან.

მოციქულისაჲ: რამეთუ გინა თუ განვცჳბრდით, —...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის