თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ქრისტეს ნაცვალად გასწავლით, რამთუ ჩენ მოვიღეთ მსახურებაჲ მისი, რამეთუ მოავლინა ძე მამამან, რაჲთა ყოს დაგებაჲ ბუნებისა კაცთასაჲ და ვინაჲთგან მან აღასრულა საქმჱ და ჯუარს-ეცუა, აწ ჩუენ მოგუცა მოციქულებაჲ მისთჳს და მამისათჳს. გევედრებით, რაჲთა მოიქცეთ და ქრისტეს მიერ დაეგნეთ მამასა.
2 კორინთელთა მიმართ 5:20
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ქრისტესთჳს უკუე ვიოხთ; ესე იგი არს, ვითარმედ: ქრისტეს წილ მოქენე ვართ თქუენდა, რამეთუ მანვე ღმერთმან მამამან, რომელმან მოავლინა ძე მაცხოვრად სოფლისა, მანვე შემდგომად მისსა ჩუენ მოციქულთა ჴელთ-გჳდვა მსახურებაჲ ესე მვედრებელობისა კაცთაჲსაჲ, რაჲთა გლოცვიდეს თქუენ ჩუენ მიერ, მოქცევად და დაგებად მისსა, და ესრეთ, მამისა მიერ რწმუნებულსა, მასვე ქრისტეს მსახურებასა აღვასრულებთ, და ქრისტეს წილ ჩუენ ვითხო აწ კაცთა მიმართ, ვითარმცა ღმერთი ჰლოცვიდა მათ ჩუენ მიერ, მოქცევად და დაგებად მისსა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II სააღდგომო ეპისტოლე
უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II
„გევედრებით ქრისტეს სახელით: შეურიგდით ღმერთს“. ()
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მადლით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ წმინდა პასექს.
ქრისტე აღდგა!
რა მშვენიერია და დიდებული ეს საოცარი ზეიმი! ამ დღეს თითქოს ახლდება ჩვენი რწმენა და სიყვარული, რადგან თვით უფალი იდგამს ტახტს ჩვენს სულში და ღვთის ამ უსაზღვრო წყალობით დაჯილდოვებულნი ჩვენც უშურველად ვუნაწილებთ სიყვარულს ყველას და ერთმანეთს ყველაფერს ვპატიობთ.
ხორციელი აღდგომით მაცხოვარმა დაამტკიცა თავისი ღვთაებრივი ძალმოსილება, მაგრამ მარტო ეს არ არის მთავარი. ამ სასწაულით მან აღდგომის შესაძლებლობა მიანიჭა მთელ კაცობრიობას.
სწორედ იმიტომაც მიიღო ადამიანური ბუნება, შეიმოსა ჩვენი მსგავსი სხეულით და ეზიარა ჩვენს ყოფას (გარდა...
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის