თარგმანი: ესრეთვე ჰნებავს მოციქულსა მოწაფეთაჲცა, რაჲთა, ვითარ-იგი თჳთ ყოვლით კერძო განაკრძალებს ცხორებასა თჳსსა და არავის წინააღმდგომთაგანსა უტევებს გინა ადგილ-სცემს, რაჲთა გმობითა ქადაგისაჲთა დააკნინონ ქადაგებაჲცა იგი მისი; ამისთჳსცა არა ხოლო საქმისა, არამედ არცაღა გულისსიტყჳსა იჭუსა დაუტევებს ვის თანა თავისა თჳსისათჳს. ეგრეთვე მოწაფენიცა სარწმუნოებისა ჭეშმარიტისანი მოღუაწე იყვნენ მოგებად ცხორებისა პატიოსნისა და ყოვლისაგან ბიწისა განშორებულისა, რაჲთა არა ბოროტებითა საქმეთა თჳსთაჲთა ადგილ-სცენ წინააღმდგომთა გმობად სარწმუნოებისა ვითარცა თქუმულ არს: "ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი" ().
2 კორინთელთა მიმართ 6:3
2. რადგანაც ამბობს: „შეწყალების ჟამს ვისმინე შენი და ხსნის დღეს შეგეწიე“. აჰა, ესაა შეწყალების ჟამი; აჰა, ესაა ხსნის დღე.3. ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა არ დაიგმოს მსახურება.4. არამედ ყველაფერში ღვთის მსახურებად ვავლენთ თავს: მრავლის თმენაში, ჭირში, სიმძიმილში, ვიწროებაში,
2 კორინთელთა მიმართ თავი 6