მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 6:4

3. ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა არ დაიგმოს მსახურება.4. არამედ ყველაფერში ღვთის მსახურებად ვავლენთ თავს: მრავლის თმენაში, ჭირში, სიმძიმილში, ვიწროებაში,5. გვემაში, დილეგში, დევნაში, გარჯაში, სიფხიზლეში, მარხვაში,
2 კორინთელთა მიმართ თავი 6
4. არამედ ყველაფერში ღვთის მსახურებად ვავლენთ თავს: მრავლის თმენაში, ჭირში, სიმძიმილში, ვიწროებაში,
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი, ვითარცა ღმრთისმსახურთა (6,4).:

თარგმანი: არა ხოლო ბიწისაგან თავისუფლებასა, არამედ ყოველთა კეთილთა მიერ აღსავსებასა ეძიებს, რაჲთა არა ხოლო კაცთა წინაშე სახილველად, არამედ ვითარცა წინაშე ღმრთისა, დაფარულთა მხედველისა, სრულებით მოიგონ, სიტყჳთ და საქმით, ნაყოფი ღმრთისმსახურებისაჲ, რომელი-ესე მაშინ საცნაურ არს, რაჟამს სწორებით მოღუაწე იყოს კაცი სარწმუნოებისათჳს მართლისა და საქმეთა კეთილთა.

ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სიწმიდის მცნება და სათნოებაში აღმატება:

...და: „თავი შენი წმიდად დაიმარხე.“ ()? და მეორე ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ წერისას ამბობდა: „მოთმინებითა მრავლითა“1 (), „მარხვითა“1 (), „სიწმიდითა“1 (). და ამას ბევრგან იპოვიდა ვინმე, როგორც რომაელთა მიმართ ეპისტოლეში, ასევე ყველა ეპისტოლეში.

რადგან ნამდვილად ყველას ვნებს ეს ბოროტება; და როგორც ტალახით სავსე ღორი, სადაც არ უნდა შევიდეს, ყოველივეს სიმყრალით ავსებს და გრძნობებს ნაკელით აღავსებს, ასევეა სიძვაც; რადგან ძნელად ჩამოსაბანი ბოროტებაა. ხოლო როდესაც ზოგიერთნი, ცოლებიც რომ ჰყავთ, ამას სჩადიან, რაოდენ დიდია ამ უჯეროების სიჭარბე...

სრულად ნახვა