მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 6:5

4. არამედ ყველაფერში ღვთის მსახურებად ვავლენთ თავს: მრავლის თმენაში, ჭირში, სიმძიმილში, ვიწროებაში,5. გვემაში, დილეგში, დევნაში, გარჯაში, სიფხიზლეში, მარხვაში,6. სიწმიდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიწრფელეში, სული წმიდაში, უპირფერო სიყვარულში,
2 კორინთელთა მიმართ თავი 6
5. გვემაში, დილეგში, დევნაში, გარჯაში, სიფხიზლეში, მარხვაში,
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: იწროებათა შინა და ტანჯვათა, პყრობილებათა შინა და შფოთებათა (6,4-5).:

თარგმანი: იწროება არს ჭირი ესევითარი, რომლისაგან განრომაჲ უღონო იყოს; ხოლო ტანჯვა - შემთხუევაჲ წყლულებისაჲ; პყრობილება — შეწყუდევაჲ სახლსა შინა, ხოლო შფოთება — დევნულებაჲ ადგილითი-ადგილად, რაჟამს დევნულსა მას არა აქუნდეს ადგილი დადგრომისაჲ.

ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სიწმიდის მცნება და სათნოებაში აღმატება:

...რისას ამბობდა: „მოთმინებითა მრავლითა“1 (), „მარხვითა“1 (), „სიწმიდითა“1 (). და ამას ბევრგან იპოვიდა ვინმე, როგორც რომაელთა მიმართ ეპისტოლეში, ასევე ყველა ეპისტოლეში.

რადგან ნამდვილად ყველას ვნებს ეს ბოროტება; და როგორც ტალახით სავსე ღორი, სადაც არ უნდა შევიდეს, ყოველივეს სიმყრალით ავსებს და გრძნობებს ნაკელით აღავსებს, ასევეა სიძვაც; რადგან ძნელად ჩამოსაბანი ბოროტებაა. ხოლო როდესაც ზოგიერთნი, ცოლებიც რომ ჰყავთ, ამას სჩადიან, რაოდენ დიდია ამ უჯეროების სიჭარბე? რადგან ესაა, ამბობს, ღმრთის ნება: „რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ, სიწმიდე ეგე თქუენი, განშორებად თქუენდა სიძვისაგან“ (...

სრულად ნახვა