1.ამრიგად, რაკი ეს აღთქმანი გვაქვს, საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი მწიკვლისაგან და სრულვყოთ სიწმიდე ღვთის მოშიშებით.2.შეგვითვისეთ: არავის მოვქცევივართ უსამართლოდ, არავისთვის გვივნია რამე და არც ანგარება გამოგვიჩენია ვისიმე მიმართ.3.განსაკითხავად როდი ვამბობ: ვინაიდან უწინაც მითქვამს, რომ ჩვენს გულებში ხართ, რათა ერთად მოვკვდეთ და ერთად ვიცოცხლოთ.4.დიდი იმედი მაქვს თქვენი, დიდად ვიქადი თქვენით; ნუგეშითა ვარ სავსე და, მთელი ჩვენი გაჭირვების მიუხედავად, სიხარულით ვარ აღვსილი.5.რადგანაც მაკედონიაში ჩასვლისას ვერავითარი სიმშვიდე ვერ ჰპოვა ჩემმა ხორცმა, არამედ ყოველი მხრიდან შევიწროებულნი ვიყავით: გარედან - თავდასხმები, შიგნით კი - შიში.6.მაგრამ მდაბალთა მანუგეშებელმა გვანუგეშა ჩვენ ღმერთმა ტიტეს მოსვლით;7.და არა მარტო მოსვლით, არამედ ნუგეშითაც, რომლითაც ნანუგეშები იქნა ჩვენგან, - როცა გადმოგვცა თქვენი სურვილი, თქვენი გოდება, თქვენი თავგამოდება ჩემს მიმართ, ასე რომ, უმეტესად გავიხარე.8.ამიტომ, თუ ჩემი წერილით დაგამწუხრეთ, არ ვნანობ, თუმცა კი ლამის ვინანე, რადგანაც ვხედავ, რომ ჩემმა წერილმა დაგამწუხრათ, თუნდაც დროებით.9.ახლა კი ვხარობ, არა იმიტომ, რომ დამწუხრდით, არამედ იმიტომ, რომ სინანულისათვის დამწუხრდით; რადგანაც დამწუხრდით ღვთის გულისათვის, ისე, რომ არა გვნებიათ რა ჩვენგან.10.ვინაიდან წუხილი ღვთის გულისათვის დასაბამს აძლევს სინანულს, ამქვეყნიური წუხილი კი სიკვდილის დასაბამია.11.რადგანაც, აი, იმავე მწუხარებამ ღვთის გულისათვის რამდენი რამ გამოიწვია თქვენში: როგორი გულმოდგინება და თავის მართლება, როგორი გულისწყრომა და შიში, როგორი სურვილი, მოშურნეობა თუ შურისგება; ყოველმხრივ წმიდად წარმოაჩინეთ თავი ამ საქმეში.12.ასე რომ, თუკი მოგწერეთ, შეურაცხმყოფელისა და შეურაცხყოფილის გამო როდი მოგწერეთ, არამედ რათა გამოჩენილიყო თქვენი გულმოდგინება ჩვენს მიმართ ღვთის წინაშე.13.ამიტომაც ვინუგეშეთ თავი თქვენი ნუგეშით და უმეტესად გავიხარეთ ტიტეს სიხარულით, რადგანაც ყველამ მოუფონეთ მის სულს.14.ამრიგად, თუკი თქვენს გამო რაიმე დავიქადე მის წინაშე, არ შევრცხვენილვარ; არამედ, როგორც ყველაფერს ჭეშმარიტად გეუბნებოდით, ჭეშმარიტი აღმოჩნდა ჩვენი სიქადულიც ტიტეს მიმართ.15.თქვენდამი სიყვარულით ევსება გული, როცა იხსენებს თვითეული თქვენგანის მორჩილებასა და იმას, თუ როგორი მოშიშებით და თრთოლვით მიიღეთ იგი.16.ამრიგად, მოხარული ვარ, რომ შემიძლია ყველაფერში მოგენდოთ.
ღვთის ამიერი იგი მწუხარება სინანულისა ცხოვრებისასა შეუნანებელსაშეიქმს, ხოლო სოფლისა ამის მწუხარება სიკვდილსა შეიქმს.
სახლი ესე არის სახლი მწუხარებისა. უეჭველია, რომ თქვენ ძმანო ქრისტიანენო, აქა დაპყრობილნი მწუხარენი ხართ და შეწუხებულნი. თუ სხვანი კაცნი, უცხონი, შორიდგან მხედველნი თქვენი მდგომარეობისა, მწუხარებასა და სიბრალულსა ჰგრძნობენ, როგორღა შეიძლება, რომ თქვენ თვითონ არ სწუხდეთ თქვენ თავზედ. გარნა რანაირია თქვენი მწუხარება? რა გაწუხებთ თქვენ უფრო? ზემომოყვანილ სიტყვებში წმიდა...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ. რამეთუ შჯული მოსეს მიერ მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,16-17).:
...(1 კორ. 7,34) და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „მშჳდობასა ეძიებდით და კეთილსა და სიწმიდესა იქმოდეთ თქუენ შიშითა ღმრთისაჲთა, ვითარმედ თჳნიერ მისა ვერვინ იხილოს უფალი“; და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „სიწმიდესა იქმოდეთ თქუენ შიშითა ღმრთისაჲთა“. ჰხედავა, რამეთუ ესე არს სიწმიდე, რაჲთა შინაგანსა ჩუენსა აქუნდეს ძირი და წყაროჲ მისი? რამეთუ არა კმა არს სახელი ოდენ სიწმიდისაჲ, უკუეთუ საქმე მისი არა იყოს; რამეთუ სახელი ესე სიწმიდისაჲ არა ყოველთავე, რომელთა ეწოდებოდის, ერთობასა გამოაჩინებს, ვინაჲთგან ღმერთსაცა წმიდა ეწოდების, არამედ არა ესრეთ არს, ვითარ ჩუენ. ამისთჳსცა, ესმა რაჲ ჴმაჲ ესე სერაბინთა მიერ წინაჲსწარმეტყუელსა, ისმინე, რაჲ თქუა: „ჵ უბადრუკსა, რამეთუ კაცი ვარ და არაწმიდანი ბაგენი მასხენ, და შორის ერისა, რომელსა არაწმიდანი ბაგენი ასხენ, დამკჳდრებულ ვარ“, რომელი-იგი წმიდა იყო და დიდ, არამედ უკუეთუ სიწმიდისა მიმართ ზეცათაჲსა გამოვიძიოთ, არაწმიდა ვიპოვნეთ ჩუენ. რამეთუ წმიდა არიან ანგელოზნი, და წმიდა არიან მთავარანგელოზნი, და წმიდა არიან ქერობინნი და სერაბინნი, არამედ სიწმიდისა მათისა განყოფილებაჲ არს ჩუენისა მომართ სიწმიდისა...
...ფსალმ 146:3), და აჩვენებს, რომ თუნდაც უღირსნი ვიყოთ, რადგან მისი ქმნილება ვართ, ღმერთი თავის მოქმედებას არ მიატოვებს და მისთვის ჩვეულს არ დატოვებს. ასევე პავლეც ამბობს: „არამედ რომელმან-იგი ნუგეშინის-სცის მდაბალთა, ნუგეშინის-მცა ჩუენ“ ().და კვლავ: „სულმოკლეთა მიმცემელი სულგრძელებისა“ ().და იგივე წინასწარმეტყველი სხვაგან ამბობს: „გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“ ().ამიტომ, როცა ნუგეშის მიღება გსურს, თავი დაიმდაბლე და შენი გონება შემუსრე.
ეს მისი ნებისა, სახიერებისა და კაცთმოყვარეობის შესახებ ითქვა: მისი საქმეა გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემა. შემდეგი კი მის ძალაზეა.„რომელმან აღრაცხის სიმრავლე ვარსკულავთა“ (), ანუ: ვინც მათი რიცხვი იცის.რადგან საუბარი განბნე...
...ევა, როცა საზიანოცაა. არც დამწუხრებაა ყველგან კეთილი; არის შემთხვევა, როცა სასიკვდილო და დამღუპველიცაა. და ამისვე საჩვენებლად პავლეც ამბობდა: „ღმრთისა მიერი იგი მწუხარებაჲ სინანულისა ცხორებისასა შეუნანებელსა შეიქმნს, ხოლო სოფლისა ამის მწუხარებაჲ სიკუდილსა შეიქმს“ ().
5.
ხედავ, რომ ესეც შუალედურთაგან არის?მაშასადამე, მისი საპირისპიროც შუალედურთაგან არის - სიხარულს ვგულისხმობ.ამიტომაც უბრალო სიხარული კი არ უბრძანა, არამედ: „იხარეთ უფალში“ ().7მაგრამ შუალედურ საგნებზე სიტყვა ჩვენთვის საკმარისად განიმარტა, თუ მართლაც ყურადღებიან მსმენელებს პოულობს.ახლა კი უნდა გადავიდეთ არა შუალედურ საგნებზე, არამედ კეთილებზე, რომლებიც ბოროტებად ვერ იქცევა, და ბოროტებზე, რომლებიც კეთილად ვერ იქცევა.რადგან ეს, რაც უკვე ითქვა, ხან ერთი ხდე...