მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 7:5

4. დიდი იმედი მაქვს თქვენი, დიდად ვიქადი თქვენით; ნუგეშითა ვარ სავსე და, მთელი ჩვენი გაჭირვების მიუხედავად, სიხარულით ვარ აღვსილი.5. რადგანაც მაკედონიაში ჩასვლისას ვერავითარი სიმშვიდე ვერ ჰპოვა ჩემმა ხორცმა, არამედ ყოველი მხრიდან შევიწროებულნი ვიყავით: გარედან - თავდასხმები, შიგნით კი - შიში.6. მაგრამ მდაბალთა მანუგეშებელმა გვანუგეშა ჩვენ ღმერთმა ტიტეს მოსვლით;
2 კორინთელთა მიმართ თავი 7
5. რადგანაც მაკედონიაში ჩასვლისას ვერავითარი სიმშვიდე ვერ ჰპოვა ჩემმა ხორცმა, არამედ ყოველი მხრიდან შევიწროებულნი ვიყავით: გარედან - თავდასხმები, შიგნით კი - შიში.
თავი ჱ̂. ქებაჲ კორინთელთა მორჩილებისა და სიყუარულისაჲ, რომლითა-იგი მხიარულ იქმნა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და რამეთუ რაჟამს მოვედით ჩუენ მაკედონიად, არცა ერთი რაჲ ლხინებაჲ აქუნდა ჴორცთა ჩუენთა, არამედ ყოვლითავე ვიჭირვოდეთ (7,5).:

თარგმანი: წარმოთქუმითა ჭირთა თჳსთა სიმძიმისაჲთა განადიდებს საზომსა სიხარულისასა, ვითარმედ: "ესოდენსა ჭირსა შინა მყოფსა ყოველივე იგი განმიქარვა სმენამან კეთილად წარმატებისა თქუენისამან".

კორინთელთაჲ ბ ებისტოლე თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: გარეშე — ბრძოლანი, შინაგან — შიშნი (7,5).:

თარგმანი: გარეშე — ბრძოლანი მტერთაგან, და შინაგან — შიშნი ჴსენებითა წინაშე ღმრთისა სიტყჳსმიგებითა, თუ: რაჲ მიუგოთ?

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის