მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 7:6

5. რადგანაც მაკედონიაში ჩასვლისას ვერავითარი სიმშვიდე ვერ ჰპოვა ჩემმა ხორცმა, არამედ ყოველი მხრიდან შევიწროებულნი ვიყავით: გარედან - თავდასხმები, შიგნით კი - შიში.6. მაგრამ მდაბალთა მანუგეშებელმა გვანუგეშა ჩვენ ღმერთმა ტიტეს მოსვლით;7. და არა მარტო მოსვლით, არამედ ნუგეშითაც, რომლითაც ნანუგეშები იქნა ჩვენგან, - როცა გადმოგვცა თქვენი სურვილი, თქვენი გოდება, თქვენი თავგამოდება ჩემს მიმართ, ასე რომ, უმეტესად გავიხარე.
2 კორინთელთა მიმართ თავი 7
6. მაგრამ მდაბალთა მანუგეშებელმა გვანუგეშა ჩვენ ღმერთმა ტიტეს მოსვლით;
თავი ჱ̂. ქებაჲ კორინთელთა მორჩილებისა და სიყუარულისაჲ, რომლითა-იგი მხიარულ იქმნა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გარეშე — ბრძოლანი, შინაგან — შიშნი (7,6).:

თარგმანი: გარეშედ უწოდს ურწმუნოთა, რომელნი განცხადებულად ჰბრძოდეს მას სიტყჳსათჳს ჭეშმარიტებისა, ხოლო შინაგანად მორწმუნეთა უწოდს, რომელთათჳს ეშინოდა, ვითარცა უძლურთა სარწმუნოებითა; ნუუკუე დაიჴსნნენ სიმრავლისათჳს წინააღმდგომთაჲსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის