თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო აწ ქმნაჲ არს დასაბამ ქველისსაქმისა თქუენისა, რაჲთამცა ჩუენგან იძულებულად შეირაცხა, არამედ შრანდითგან თჳთაღრჩევით გიწყიეს ნებებად საქმისა ამის. მხოლოდ ნებაჲ იგი საქმით სრულ-ყავთ აწ, რაჲთა მსგავსად მაკედონელთაჲსა თქუენცა თჳთდამწყებელ იქმნეთ ნებისა კეთილისა ნებებითა მით შრანდლითა. ხოლო აწ აღმასრულებელ ზრახებითა ჩუენითა, რამეთუ წინაჲსწარ დაიწყებაჲ ამას მოასწავებს, ვითარმედ: პირველ ჩუენისა წუევისა თჳთ გულსგედვა ქმნაჲ ამისი, რასა-ესე აწ ჩუენ გაწუევთ.
2 კორინთელთა მიმართ 8:11
10. მე გირჩევთ იმას, რაც სარგოა თქვენთვის: აღასრულეთ ის, რაც ხალისით წამოიწყეთ ჯერ კიდევ შარშან.11. მაშ, ახლა ბოლომდე მიიყვანეთ საქმე, რათა როგორი გულმოდგინებითაც გსურდათ, ისევე დაასრულოთ თქვენი შეძლებისამებრ.12. ვინაიდან, როცა არის გულმოდგინება, შეწირულობა მიიღება იმის მიხედვით, ვის რა აქვს, და არა იმისა, რაც არა აქვს.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8