მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 8:12

11. მაშ, ახლა ბოლომდე მიიყვანეთ საქმე, რათა როგორი გულმოდგინებითაც გსურდათ, ისევე დაასრულოთ თქვენი შეძლებისამებრ.12. ვინაიდან, როცა არის გულმოდგინება, შეწირულობა მიიღება იმის მიხედვით, ვის რა აქვს, და არა იმისა, რაც არა აქვს.13. ისე ნუკი იქნება, რომ სხვებს ლხინი, ხოლო თქვენ - ჭირი, არამედ თანასწორობით იყოს.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8
12. ვინაიდან, როცა არის გულმოდგინება, შეწირულობა მიიღება იმის მიხედვით, ვის რა აქვს, და არა იმისა, რაც არა აქვს.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ გულსმოდგინებაჲ იგი წინა ძეს, რაჲცა-იგი ვის აქუს, შეწირულ არს, არა რომელი-იგი არა აქუს (8,12).:

თარგმანი: ესე არს ძალი სიტყუათაჲ ამათ, ვითარმედ: არარას ძალისა უმეტესსა ეძიებს ღმერთი, არამედ ნებებასა კეთილისასა მდიდრად, რომელი-ესე ყოველსა ძალ-უც, ხოლო აღსრულებასა საქმისასა — ძალისაებრ; რამეთუ მცირე მისაცემელი, ძალისაებრი, უკუეთუ უხუებითა გონებისაჲთა იყოს, დიდთა საფასეთა მდიდართასა მძლე ექმნების, მსგავსად ორთა მათ მწულილთა ქურივისათა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის