თარგმანი: უძლურებისათჳს გონებათა მათთაჲსა ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: "არა ესოდენსა გეტყჳ მიცემად, რაჲთა იგინი ფართოებით შუებულ ჰყვნეთ, ხოლო თქუენ ჭირსა სიგლახაკისასა მიეცნეთ, არამედ განსწორებით; ესე იგი არს, რომელი უმეტეს გაქუს საჭიროჲსა საჴმრისა, იგი მიეცით თითოეულმან". გარნა მაკედონელთა რაჲ აქებდა, ესრეთ თქუა, ვითარმედ: უფროჲს ძალისა მათისა მისცეს, არამედ შემდგომთა სიტყუათა მიერ ამათცა განუცხადებს, ვითარმედ: უმეტესიცა ძალისაჲ საძიებელ არს ქველისსაქმე.
12. ვინაიდან, როცა არის გულმოდგინება, შეწირულობა მიიღება იმის მიხედვით, ვის რა აქვს, და არა იმისა, რაც არა აქვს.13. ისე ნუკი იქნება, რომ სხვებს ლხინი, ხოლო თქვენ - ჭირი, არამედ თანასწორობით იყოს.14. ამჟამად თქვენმა ნამეტმა შეავსოს მათი ნაკლულება, შემდეგ კი თქვენი ნაკლულება შეივსოს მათი ნამეტით, რათა არ დაირღვეს თანასწორობა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8