თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რაოდენ-იგი არაჲ მოსალოდებელ იყო ესოდენ უღონოთა მათგან ყოვლად მოცემაჲ რაჲსაჲცა, ესოდენ მდიდრად შეწირეს, ვიდრეღა არა დაიშთინეს განყოფით კერძოჲ ღმრთისა, და კერძოჲ სოფლისა საქმეთა საჴმრად, არამედ ყოვლითურთ თავნი თჳსნი შეწირნეს ღმრთისა სრულებით, და ჩუენდა შესაწირავ იქმნნეს, არა ცუდად-რაჲმე, არამედ ნებითა ღმრთისაჲთა, რაჟამს ყოველივე სათნოდ მისსა ყვეს.
2 კორინთელთა მიმართ 8:5
4. თვითონვე დაჟინებით გვთხოვეს მადლი და მონაწილეობის ნება წმიდათა მსახურებაში.5. და არა მარტო ის, რისი იმედიც გვქონდა, არამედ თავიანთი თავი მისცეს ჯერ უფალს და მერე ჩვენც, ღვთის ნებით.6. ამიტომაც ვთხოვეთ ტიტეს, როგორც დაიწყო, ასევე დაესრულებინა ეს სამადლო საქმე თქვენს შორის.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8