მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 9:15

14. და თქვენზე მლოცველნი თავიანთ სიყვარულს არ მოგაკლებენ ღვთის მადლის გამო, ესოდენ უხვად რომ გადმოსულა თქვენზე.15. მადლობა ღმერთს მისი ენათუთქმელი საბოძვრის გამო.
2 კორინთელთა მიმართ თავი 9
15. მადლობა ღმერთს მისი ენათუთქმელი საბოძვრის გამო.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო მადლი ღმერთსა გამოუთქმელთა მათ ნიჭთა მისთა ზედა (9,15).:

თარგმანი: ვინაჲთგან მაქებელ ექმნა მათ და აღამაღლნა სიტყჳთა შესხმისაჲთა, იხილე სიბრძნე ყოვლად ბრძნისაჲ მის, ვითარ დასასრული ყოვლისაჲ დაწყებისა მისვე და დასაბამისა ყოველთა კეთილთაჲსა ღმრთისა აღიყვანა, და ყოვლისათჳსვე სახე მოგუცა მადლობისა მისისაჲ, რომელი-იგი არს დაწყება და აღსასრულ ყოველთა საქმეთა კეთილთა. ხოლო ნიჭად აწინდელსა ამას ადგილსა კორინთელთასა მას იტყჳს მორჩილებასა სახარებისასა, და რამეთუ მოწყალებისა მიერ ესოდენთა კეთილთა ურიცხუებაჲ მოუცემიეს ჩუენდა, რაოდენნი ზემო წარმოთქუნა. და რამეთუ აწ მოცემულთასა კუალად ფრიად უმრავლესთა მოგუანიჭებს მერმესა მას საუკუნესა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის