მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 9:7

6. ამასაც გეტყვით: ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის.7. ყველამ გაიღოს გულის კარნახით და არა მწუხარებითა თუ ძალდატანებით, ვინაიდან ღმერთს უყვარს ის, ვინც სიხარულით გასცემს.8. ხოლო ღმერთს ძალუძს უხვად მოგაგოთ ყოველგვარი მადლი, რათა ყოველთვის და ყველაფერში ყოველივე საკმაოდ გქონდეთ და, ამრიგად, ამრავლოთ თქვენი კეთილი საქმე.
2 კორინთელთა მიმართ თავი 9
7. ყველამ გაიღოს გულის კარნახით და არა მწუხარებითა თუ ძალდატანებით, ვინაიდან ღმერთს უყვარს ის, ვინც სიხარულით გასცემს.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: კაცად-კაცადსა ვითარცა გამოურჩევიეს გულითა, ნუ მწუხარებით, ნუცა უნებლებით, რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა (9,7).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რაჲ-ესე მე წარმოვთქუ მოწყალებისათჳს, ესოდენ არს სიტყუაჲ ჩემი, გარნა არავის ვაიძულებ, არამედ კაცად-კაცადსა ჴელმწიფებაჲ აქუს, ვითარცა თჳთ ენებოს, აღრჩევად ნებსით და არა უნებლებით, მხიარულებით და არა მწუხარებით, რამეთუ მე ზემოცა მითქუამს, ვითარმედ: "არავის ვაიძულებ, არამედ განვაზრახებ". და კუალად, აწ მასვე დავამტკიცებ წამებითა წიგნისაგან იგავთაჲსა შემოღებულითა, ვითარმედ: მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა.

ჰომილია 14
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ე შინაგანი განზრახვის წყალობით.

რადგან როგორც ის, ვინც ფიქრობს, რომ ზარალდება, ყველაფერს კარგავს, და ის, ვინც ფიქრობს, რომ სიკეთეს აკეთებს, ყველაფერს კარგავს; ასევე ის, ვინც ფიქრობს, რომ სიკეთეს იღებს, უფრო მეტს იღებს, რადგან „მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა" (). ამიტომ უფრო ღარიბს უნდა გადაუხადო მადლობა იმისათვის, რომ მან შენგან მიიღო. რადგან ღარიბები რომ არ ყოფილიყვნენ, ცოდვათა სიმრავლეს ვერ მოიკვეცდი; ისინი შენი წყლულების მკურნალები არიან და თავიანთ ხელებს წამლებად გაძლევენ. ექიმი, როცა ხელებს იწვდის და წამალს ადებს, ისე არ იძლევა კურნებას, როგორც ღარიბი, რომელიც ხელს იწვდის და შენგან მიღებულით შენი ბოროტებების მოსაწმენდ სახოცად იქცევა. ვერცხლი გასეცი და მასთან ერთად ცოდვებიც გავიდა. ასეთნი არიან მღვდლებიც; ამბობს: „ცოდვასა ჭამენ ერი ჩემი" (). ასე რომ უფრო დიდს იღებ, ვიდრე გასცემ; უფრო მეტად იღებ სიკეთეს, ვიდრე სხ...

სრულად ნახვა