...მს უმეცრებებს არ დაინდონ?“** ()20. იხილე დავითიც: როცა შესცოდა, საბაბს კი არ იგონებდა, არამედ ამბობდა: „ვცოდე წინაშე უფლისა!“ ().
თუმცა შეეძლო ეთქვა: „რატომ იყო ქალი გაშიშვლებული?“ „რატომ იბანდა ჩემი თვალების წინ?“ მაგრამ დავითმა იცოდა, რომ ეს ყოველივე უგუნური საბაბი იყო; ამიტომ მივიდა ნათელ გამართლებამდე და თქვა: „ვცოდე“ (). მაგრამ საული ასე არ მოიქცა; როდესაც მუცლითმეტყველთან მისვლის გამო ამხილებდნენ, ამბობდა: „ურვილ ვარ მე ფრიად და უცხოთესლნი იგი მბრძვანან მე“ (). სწორედ ამის გამო ის განსაკუთრებით ისჯებოდა. რადგან უნდა ეთქვა: „ვცოდე“ და „ურჯულოება ჩავიდინე“; მან კი ეს არ თქვა, არამედ აქეთ-იქით დადიოდა და უგუნურ საბაბებს...