თარგმანი: ამიერ ცხად არს, ვითარმედ ტრფიალებითა საჴმართ მოგებისაჲთა აიძულა ღმერთსა მისნობისა ჴელოვნებითა მომრეწელმან მან საჴმართამან ბალაამ შემდგომად ორ-გზის დაყენებისა კუალად წარსლვაჲ ბალაკისსა, რაჲთა შეიძინნეს მიერ საფასენი, რომლისთჳსცა არა ენება ღმერთსა და ჰრქუა, რაჲთა არა წარვიდეს. ხოლო შემდგომად იძულებისა მიუშუა წარსლვად, არამედ შეუკრა პირი, რაჲთა ვერ თქუას, რაჲ-იგი არა ჰნებავს ღმერთსა. და ვერცა თქუა, დაღაცათუ სამ-გზის იცვალა ადგილი, რამეთუ წინაჲსწარცა მგზავრ მხილებულ იყო კარაულისაგან პირუტყჳსა, რომელი ესრეთ ამხილებდა, ვითარმედ: უკუეთუ მე მივსდერკ გზისაგან წინადამთხუევისათჳს ანგელოზისა, ვითარ შენ არა შეიკდიმე სლვად გზასა, რომლისაგან გაყენებდა ღმერთი? ვინაჲცა ბოროტად მოკუდა მისანი იგი.
2 პეტრეს წერილი 2:16
15. წრფელი გზა რომ დაუტევეს, შეცდნენ და შეუდგნენ ბალაამის, ბოსორის ძის, კვალს, რომელმაც შეიყვარა უსამართლობის საზღაური.16. მაგრამ თავისი ურჯულოების მამხილებლად ექცა უტყვი სახედარი, რომელიც კაცის ხმით ამეტყველდა და ალაგმა წინასწარმეტყველის სიშლეგე.17. ესენი არიან უწყლო წყარონი, ქარიშხლით დევნილი ღრუბლები, რომელთათვისაც გამზადებულია მარადიული უკუნი.
2 პეტრეს წერილი თავი 2