მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 თესალონიკელთა მიმართ 2:15

14. სწორედ ამისთვის გიხმოთ ჩვენი სახარებით, რათა მიაღწიოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდებას.15. მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და ხელთ გეპყრათ სწავლა, სიტყვით თუ წერილით რომ გადმოგეცით.16. ხოლო თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და საუკუნო ნუგეშთან ერთად კეთილი იმედიც მოგვმადლა, -
2 თესალონიკელთა მიმართ თავი 2
15. მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და ხელთ გეპყრათ სწავლა, სიტყვით თუ წერილით რომ გადმოგეცით.
ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„და აწ, რომელი-იგი დაგისწავიეს, იცით გამოჩინებადი იგი თჳსსა მას ჟამსა.“ ().

„რამეთუ საიდუმლოჲ იგი აწვე იქმნების უშჯულოებისაჲ, გარნა ხოლო, რომელსა-ესე უპყრიეს აწ, ვიდრემდე შორს განვიდეს,“ ().

„და მაშინ გამოჩნდეს უშჯულოჲ იგი, რომელი-იგი უფალმან აღჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა,“ ().

„რომლისა-იგი მოსლვაჲ არს შეწევნითა ეშმაკისაჲთა“ ().

1. შემაკავებელი ძალა და ანტიქრისტეს საცთური

ვინმემ შეიძლება, პირველ რიგში, სამართლიანად იკითხოს: საერთოდ რა არის „შემაკავებელი", ხოლო შემდეგ ისიც გაიგოს, თუ რატომ ამბობს მას ასე ბუნდოვნად პავლე. მაშ, რა არის ეს „შემაკავებელი" იმისა, რომ იგი გამოცხადდეს, ანუ რა აბრკოლებს მას? ერთნი ამბობენ, რომ ეს არის სულის...

სრულად ნახვა
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ცოცხალი სიტყვის სახე და მოღვაწეთა შეწევნა:

...ახე და მოღვაწეთა შეწევნა

საქმენი, რომელთა აღსრულებაც საჭირო იყო, მოწაფეს მხოლოდ წერილებით კი არ ასწავლიდა, არამედ უკვე სიტყვებითაც. ეს მან მრავალ ადგილას და სხვა წერილებშიც ცხადყო, როცა ამბობდა: „გინა სიტყჳთა, გინა წიგნითა ჩუენითა“ (); მით უმეტეს აქ. ამიტომ ნუ ვიფიქროთ, თითქოს სწავლების შესახებ რამე ნაკლულად ყოფილიყოს ნათქვამი; რადგან ბევრი რამ მას დაუწერლადაც გადასცა; და სწორედ ამას ახსენებდა, როცა ეუბნებოდა: „სახედ გაქუნდინ ცოცხლებისა სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა ჩემგან“ (). რას ნიშნავს ეს, რასაც ამბობს? როგორც მხატვრების შემთხვევაში ხდება, ამბობს იგი, სათნოებისა და ღმერთს სათნოყოფილი ყოველივეს ხატი შენში ჩავბეჭდე, თითქოს შენს სულში დამედოს ერთგვარი კანონი, პირველსახე და საზღვრები. მაშ, ესენი გქონდეს: თუ რწმენის, თუ სიყვარულის, თუ უმანკოების შესახებ დაგჭირდება რაიმეზე განსჯა, იქიდან მიიღე ნიმუშები; სხვებისგან ხატის ძებნა აღარ დაგჭირდება, რადგან ყველაფერი იქ არი...

სრულად ნახვა