მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 1:6

5. მახსენდება შენი უპირფერო რწმენა, რომელიც პირველად დაემკვიდრა დიდედაშენ ლოიდესა და დედაშენ ევნიკეში, და, მწამს, შენშიაც.6. ამიტომაც შეგახსენებ გააღვივო ნიჭი ღვთისა, ჩემი ხელდასხმით რომ მოგეცა.7. რადგანაც ღმერთმა მოშიშების სული როდი მოგვცა, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და თავდაჭერისა.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 1
6. ამიტომაც შეგახსენებ გააღვივო ნიჭი ღვთისა, ჩემი ხელდასხმით რომ მოგეცა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ტიმოთეს სახლეულობა და მწუხარების საერთოობა:

...ვარ და სავსებით დაჯერებული ვარ. მაშ, თუ ამ რწმენამდე არავითარი ადამიანური მიზეზით არ მოსულხარ, ვერაფერი შეგარყევს.

ამ მიზეზითაც შეგახსენებ: „განცხოველებად მჴურვალედ მადლსა მას ღმრთისასა, რომელ არს შენ თანა დასხმითა ჴელთა ჩემთაჲთა“ (). ხედავ, როგორ აჩვენებს, რომ იგი დიდ გულმოკლულობაშია და როგორი დაღონებულია? თითქმის ამასვე ამბობს: „ნუ იფიქრებ, რომ უგულებელგყავი; არამედ იცოდე, რომ არც განმიკითხავხარ და არც დამვიწყებიხარ; და თუ სხვას არავის გაიხსენებ, დედის დედა და დედა მაინც მოიგონე.“ ამიტომ, რაკი ვიცი, რომ შეუორგულებელი რწმენა გაქვს, შეგახსენებ; რადგან გულმოდგინება გჭირდება, რათა ღმრთის მადლი გააღვივო. როგორც ცეცხლს სჭირდება შეშა, ასევე მადლსაც სჭირდება ჩვენი გულმოდგინება, რათა მუდამ ღვიოდეს. „მოგაჴსენებ შენ განცხოველებად მჴურვალედ მადლსა მას ღმრთისასა, რომელ არს შენ თანა დასხმითა ჴელთა ჩემთაჲთა“ (), ანუ სულიწმინდის მადლ...

სრულად ნახვა