მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 1:5

4. შენი ცრემლების გახსენებისას ერთი სული მაქვს, როდის გიხილავ, რათა აღვივსო სიხარულით.5. მახსენდება შენი უპირფერო რწმენა, რომელიც პირველად დაემკვიდრა დიდედაშენ ლოიდესა და დედაშენ ევნიკეში, და, მწამს, შენშიაც.6. ამიტომაც შეგახსენებ გააღვივო ნიჭი ღვთისა, ჩემი ხელდასხმით რომ მოგეცა.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 1
5. მახსენდება შენი უპირფერო რწმენა, რომელიც პირველად დაემკვიდრა დიდედაშენ ლოიდესა და დედაშენ ევნიკეში, და, მწამს, შენშიაც.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ტიმოთეს ნუგეში და შეურყეველი სარწმუნოება:

...ამრიგად, მრავალი აუცილებლობა მომიძღოდა შენკენ. მაშასადამე, ტიროდა. და სხვა მიზეზსაც ასახელებს, რომელიც ამავე დროს სანუგეშოც არის: „მოვიჴსენებ, რომელ-ეგე არს შენ თანა შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ“ (), ამბობს.

2. ტიმოთეს სახლეულობა და მწუხარების საერთოობა

შემდეგ სხვა ქებასაც ურთავს: იგი წარმართთაგანაც არ იყო და ურწმუნოთაგანაც არა, არამედ თავიდანვე იმ სახლიდან იყო, რომელიც ქრისტეს ემსახურებოდა. როგორც ამბობს: „რომელმან დაიმკჳდრა პირველად დედის დედისა შენისა ლუდიაჲს თანა და დედისა შენისა ევნიკის თანა“ (). რადგან, როგორც ამბობს, იგი იყო „ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ“ (). როგორ იყო იუდეველი? როგორ იყო მორწმუნე? რადგან წარმართთაგან არ ყოფილა. ხოლო მამამისის გამო, რადგა...

სრულად ნახვა
თავი კ̂დ. წინა-დაცუეთისათჳს ტიმოთესსა და წარსლვისათჳს პავლესსა მაკედონიად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად და აჰა-ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ და მამისა წარმართისაჲ, რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა (16,1-2).:

...წამებულ იყო სათნოებისათჳს ყოველთაგან ლუსტრელთა და იკონიელთა მორწმუნეთა, და დედასა მისსა თჳთ პავლე ეწამების, მიუწერდეს რაჲ ტიმოთეს, ვითარმედ: "მომეჴსენების შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ შენი, რომელმან დაიმკჳდრა პირველად დედის დედისა შენისა ლოიდის თანა და დედისა შენისა ევნიკის თანა, და მრწამს, ვითარმედ შენ თანაცა" (). ცხად არს, ვითარმედ დედულნი ტიმოთესნი ნათესავით ჰურიანი იყვნეს, ხოლო დედაჲ, და დედის დედაჲ — მორწმუნენი ქრისტესნი, და ამათგან იშვა ტიმოთე ჟამსა მას ოდენ ქრისტეს ქადაგებისა განფენისასა. აღიზარდა უკუე და განისწავლა შჯულიერად, ვითარცა პავლე მისწერს მისსა, ვითარმედ: "სიყრმითგან საღმრთონი წიგნნი იცნი" (), გარნა წინა-დაუცუეთელ იყო, რამეთუ ჟამსა მას იყო, ოდეს იქადაგებოდა დაჴსნაჲ წინა-დაცუეთისაჲ.

ამისი სათნო-უჩნდა პავლეს მის თანა განსლვაჲ. და მოიყვანა და წინა-დასცჳთა მას ჰურიათა მათთჳს, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა, რამეთუ უწყოდეს ყოველთა, ვითარმედ წარმართი იყო მამაჲ მისი (16,3).

თარგმანი: ვინაჲთგან ქადაგ წინა-დაცუეთის დაჴსნისა ჰყოფდა პავლე ტიმოთეს, ამისთჳს წინა-დასცჳთა მას, რაჲთა ვერვინ თქუას ორთავე ამათთჳს, ვითარმედ: ამისთჳს დაჰჴსნიან წინა-დაცუეთასა, რამეთუ თჳთ წინა-დაუცუეთელ არია...

სრულად ნახვა