მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 1:8

7. რადგანაც ღმერთმა მოშიშების სული როდი მოგვცა, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და თავდაჭერისა.8. მაშ, ნუ გრცხვენია ჩვენი უფლის მოწმობისა, და ნურც ჩემი, მისი ტყვისა, არამედ ჩემთან ერთად ევნე სახარებისათვის, ღვთის ძალით,9. რომელმაც გვიხსნა და წმიდა ხმობით გვიხმო, ჩვენს საქმეთა გამო კი არა, არამედ თავისი ნებით და მადლით, საუკუნეთა უწინარეს რომ მოგვეცა ქრისტე იესოში,
2 ტიმოთეს მიმართ თავი 1
8. მაშ, ნუ გრცხვენია ჩვენი უფლის მოწმობისა, და ნურც ჩემი, მისი ტყვისა, არამედ ჩემთან ერთად ევნე სახარებისათვის, ღვთის ძალით,
ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ნუ უკუე გრცხუენინ წამებაჲ იგი უფლისა ჩუენისაჲ, ნუცა მე, კრული ესე მისი, არამედ თანა-იჭირვოდე სახარებასა მას ძალითა ღმრთისაჲთა, რომელმან-იგი მიჴსნნა ჩუენ და მიჩინნა ჩუენ ჩინებითა მით წმიდითა არა საქმეთა ჩუენთათჳს, არამედ თჳსითა ნებითა და მადლითა, რომელი მომცა ჩუენ ქრისტე იესუჲს მიერ უპირატეს ჟამთა მათ საუკუნეთა, რომელ გამოცხადნა აწ გამოჩინებითა მით მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომელმან-იგი განაქარვა სიკუდილი და განანთლა ცხორებაჲ და უხრწნელებაჲ სახარებითა მით,“ ().

1. საღმრთო განგებულება და ჯვრის სიქადული

არაფერია იმაზე უარესი, როცა ვინმე მხოლოდ ადამიანური მსჯელობებით განსჯის და ზომავს საღმრთო საქმეებს; ასე ხომ დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდება იმ კლდიდან და ნათელსაც მოაკლდება. რადგან თუ ის, ვინც მზის სხივების ადამიანური თვალებით წვდომას მოინდომებს, არა მხოლოდ ვერ მისწვდება და ვერც გაუძლებს წინ მდგომს, არამედ ჩამოვარდება კიდეც და ურიცხვ ზიანს დაითმენს, მით უმეტეს, ვინც იმ ნათელს საკუთარი მსჯელობებით...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის