მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 2:11

10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.11. სარწმუნოა სიტყვა: თუ მასთან ერთად მოვკვდით, მასთან ერთადვე ვიცოცხლებთ.12. თუ დავითმენთ, მასთან ერთადვე ვიმეფებთ, ხოლო თუ უარვყოფთ, ისიც უარგვყოფს ჩვენ.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 2
11. სარწმუნოა სიტყვა: თუ მასთან ერთად მოვკვდით, მასთან ერთადვე ვიცოცხლებთ.
ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„სარწმუნო არს სიტყუაჲ, რამეთუ უკუეთუ მის თანა მოვსწყდეთ, მის თანაცა ვცხონდეთ. უკუეთუ დავითმინოთ, მის თანა ვსუფევდეთ; უკუეთუ უარ-ვყოთ, მანცა უარ-მყვნეს ჩუენ. უკუეთუ არა გურწმენეს, იგი სარწმუნოდ ჰგიეს; უარ-ყოფად თავისა თჳსისა ვერ ძალ-უც. ამას მოაჴსენებდ წინაშე ღმრთისა და უწამებდ ნუ სიტყჳთა ლალვისაჲთა არად საჴმარად, განსადრეკელად მსმენელთა მათ.“ ().

1. ქრისტესთან თანასიკვდილი და სასუფევლის სასოება

უძლურთაგან მრავალი რწმენის შრომის წინაშე იღლება და სასოების გადადებასაც ვერ იტანს; აწმყოს კი ეძიებს და მის მიხედვით მომავალსაც სახეს აძლევს. რადგან აქაური ხვედრი სიკვდილი იყო, სატანჯველები და ბორკილები; თვითონ კი ამბობს, რომ საუკუნო ცხოვრებაში მივლენ, ამას ვინმე ვერ ირწმუნებდა და იტყოდა: რას ამბობ? როცა ვცოცხლობ, ვკვდები, და როცა მოვკვდები, ვცოცხლობ? ქვეყანაზე არაფერს მპირდები, ზეცაში კი მაძლევ? მცირეს არ...

სრულად ნახვა
ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ღმრთის საქმეების მსახურება და სათნოება:

...ოლოდ ჩვენი კი არ არის, არამედ ურწმუნოებისაც; მაშ რას ვამბობ მისად? დიდებასა და სასუფეველს; ესენი მისიც არის და მის მიერ ჩვენიც. როგორ? ამბობს: „უკუეთუ მის თანა მოვსწყდეთ, მის თანაცა ვცხონდეთ“ (); „უკუეთუ დავითმინოთ, მის თანა ვსუფევდეთ“ (). თანამკვიდრნი გავხდით და ძმებად ვიწოდებით. რატომ მიგვყავს ჩვენ საკუთარი თავი ქვემოთ, როცა ის ზემოთ და თავისკენ გვიზიდავს? როდემდე ვიქნებით მწირნი, როდემდე ღატაკნი? ცა წინ გვიდევს და ჩვენ მიწის გარშემო ვტრიალებთ?

ცათა სასუფეველია და ჩვენ აქაურ სიღატაკეს ვირჩევთ? უკვდავი სიცოცხლეა და ჩვენ ხეებსა, ქვებსა და ყანებზე ვიხარჯებით? გახდი მდიდარი; ამას მეც მსურს; მოიხვეჭე და მიიტაცე; აქ საყვედური არ არის; აქ...

სრულად ნახვა