..., ვითარცა-იგი მათი იყო“** (). ამბობს: „გარნა არა წარემატნენ“ (). მაშ, როგორ ამბობს სხვაგან: „რამეთუ უმეტეს წარემატნიან უშჯულოებითა“ (), აქ კი: „არა წარემატნენ“ ()? იქ იმას ამბობს, რომ როცა სიახლის შემოტანასა და ცთუნებას დაიწყებენ, ცთომილებაში არ შეჩერდებიან, არამედ მუდამ ახალ მოტყუებებსა და გახრწნილ სწავლებებს გამოიგონებენ; რადგან ცთომილება ერთ ადგილზე არ ჩერდება. აქ კი იმას ამბობს, რომ ვერ მოატყუებენ და ვერ გაიტაცებენ, თუნდაც თავიდან ჩანდეს, თითქოს ზოგიერთს აცდენენ; მალე მაინც ადვილად ამოსაცნობი გახდებიან. რომ სწორედ ამის შესახებ ამბობს, მოისმინე, რას ამბობს: „რამეთუ უგუნურებაჲ მათი ცხად იყოს ყოველთადა“ (). საიდან? ყველა მხრიდან, როგორც იმათიც გახდა ცხადი....
15. ეცადე რჩეულად, პირნათელ მუშაკად და ჭეშმარიტების სიტყვის სარწმუნო მქადაგებლად წარუდგე ღმერთს.16. ფუჭ ყბედობას კი ერიდე, რადგანაც უფრო გაღრმავდება ხალხის უღმერთოება.17. და მათი სიტყვა სირსვილივით საძოვარს ჰპოვებს, როგორც ჰიმენიოსის და ფილეტოსისა,
2 ტიმოთეს მიმართ თავი 2