მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 2:17

16. ფუჭ ყბედობას კი ერიდე, რადგანაც უფრო გაღრმავდება ხალხის უღმერთოება.17. და მათი სიტყვა სირსვილივით საძოვარს ჰპოვებს, როგორც ჰიმენიოსის და ფილეტოსისა,18. ჭეშმარიტებისგან გამდგარნი რომ ამტკიცებენ, აღდგომა უკვე იყოო, და რწმენას უხშობენ ზოგიერთს.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 2
17. და მათი სიტყვა სირსვილივით საძოვარს ჰპოვებს, როგორც ჰიმენიოსის და ფილეტოსისა,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ქრისტეს სარწმუნოება და აღდგომის დაცვა:

...იმასაც, რომ უბრალოდ კი არა, ნებით აცდნენ გზას; ამიტომაც სწორედ ისინი არიან ყველაზე მეტად გამოუსწორებელნი. ამბობს: „რომელ არიან ჳმენოს და ფილიტოს, რომელნი-იგი ჭეშმარიტებასა განუდგეს, იტყჳან, ვითარმედ: აღდგომაჲ აწვე იყოო, და გარდააქცევენ რომელთამე სარწმუნოებასა.“ (). კარგად თქვა: „უფრო მეტად წარემატებიან“; რადგან ერთი შეხედვით ჩანს, თითქოს საშინელი მხოლოდ ეს იყოს, მაგრამ იხილე, რამდენი რამ იშვება მისგან. რადგან თუ აღდგომა უკვე მოხდა, მხოლოდ იმით კი არ ვზარალდებით, რომ იმ დიდ დიდებას მოვაკლდით, არამედ იმითაც, რომ განკითხვის საქმეც გაუქმებულია, თუ უკვე მოხდა, და საზღაურის საქმეც; რადგან თუ აღდგომა უკვე მოხდა, საზღაურიც მომხდარა. მაშ, კეთილებმა ჭირთა და ტკივილთა ნაყოფი ვერ მიიღეს; ბოროტები კი არ ისჯებიან, მაშასადამე, კარგ დღეში ყოფილან ისინი, ვინც დიდ განცხრომაში არიან. უკეთესი იქნებოდა ეთქვათ, რომ აღდგომა არ არის, ვიდრე ის, რომ უკვე მოხდა.

და ამბობს: **„და გარ...

სრულად ნახვა