...ეცემი და ნუ მოდუნდები, არამედ მაშინ განსაკუთრებით აღიმართე; რადგან მაშინ ლოცვები უფრო წმინდაა და ღმრთისგან მომავალი კეთილგანწყობა უფრო უხვია. მთელი ცხოვრებაც ისე გაატარე, რომ სიცოცხლე შრომით ღვაწლად გქონდეს, იცოდე, რომ „და ყოველთავე რომელთა ჰნებავს ღმრთის მსახურებით ცხორებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ, იდევნენ.“ (), და რომ „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა.“ () ამიტომ ნუ შეიყვარებ ნებიერ და მოდუნებულ ცხოვრებას, ნურც ფართო გზაზე სვლას მოისურვებ (რადგან ეს გზა ზეცისკენ არ მიდის), არამედ ვიწრო და შეჭირვებული გზა აირჩიე.
ხოლო თუ გსურს ზემო სამყოფელთა მიაღწიო, გაექეცი სიამოვნებებს, ფეხქვეშ დათრგუნე ცხოვრების მოჩვენებითი ბრწყინვალება, სიმდიდრე, დიდება და ძალაუფლება არაფრად ჩააგდე; სიღარიბე კი, გონების შემუსვრილება, აღსარება და ცრემლთა წყაროები შეიძინე, და ყოველივე იმას მისდიე, რასაც ცხონების მოტანა შეუძლია. რადგან ამ ყოველივეს ქონა ადამიანს უფრო მტკიცედ აყენებს და მის ლოცვებს უფრო მაღლა აღმართავს. თუ შენს თავს ასე მოა...