მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 4:16

15. შენც ერიდე, რადგანაც თავგამოდებით აღუდგა წინ ჩვენს სიტყვებს.16. ჩემი პირველი თავის მართლებისას არავინ ამომიდგა მხარში, არამედ ყველამ მიმატოვა. ნუ მიეთვლება მათ.17. მაგრამ უფალი დამიდგა გვერდით და განმამტკიცა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულებულიყო ქადაგება და ესმინა ყველა წარმართს; ასე დავაღწიე თავი ლომის ხახას.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 4
16. ჩემი პირველი თავის მართლებისას არავინ ამომიდგა მხარში, არამედ ყველამ მიმატოვა. ნუ მიეთვლება მათ.
ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ისწრაფე ჩემდა მოსლვად ადრე, რამეთუ დიმა დამიტევა მე და შეიყუარა სოფელი ესე და წარვიდა თესალონიკედ, კრისტე - გალატიად, ტიტე - დალმატიად, ლუკა არს მარტოჲ ჩემ თანა. მარკოზ აღადგინე და მოიყვანე შენ თანა, რამეთუ საჴმარ არს იგი ჩემდა მსახურებასა. ტჳქიკოს წარავლინე ეფესოდ. ფელონი, რომელ დაუტევე ტროადას კარპოსს თანა, მო-რაჲ-ხჳდოდი, მოიღე და წიგნებიცა იგი, უფროჲსღა წიგნის ტყავები.“ ().

1. პავლეს მარტოობა და ტიმოთეს მოწოდება

ღირს გამოკვლევა, როგორ მოუწოდებს ტიმოთეს თავისთან, თუკი მას ეკლესია და მთელი ერი ჰქონდა მინდობილი. ეს საქმე უგუნურება არ ყოფილა, რადგან თვითონაც მზად იყო მასთან მისასვლელად; მოისმინე, რას ამბობს: „ხოლო უკუეთუ ვყოვნო, რაჲთა უწყოდი, ვითარ-იგი ჯერ-არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაჲ“ (). მაგრამ რის გამო? დიდმა აუცილებლობამ შეიპყრო და უკვე აღარ იყო თავისი გამგზავრების პატრონი:...

სრულად ნახვა
ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ტიმოთეს ნუგეში და შეურყეველი სარწმუნოება:

... მეჩვენება კი, რომ ეს ეპისტოლე ბოლოს არის დაწერილი; რადგან, ამბობს: „რამეთუ მე აწ ესერა შევიწირვი“ (), და კვლავ: „პირველსა მას სიტყჳს-გებასა ჩემსა არავინ თანა-დამიდგა მე“ ().

ამ ყოველივეს ასწორებს რა, ნუგეშსაც საკუთარი განსაცდელებიდან იწყებს და ამბობს: „პავლე, მოციქული ქრისტე იესუჲსი ნებითა ღმრთისაჲთა, აღთქუმისა მისებრ ცხორებისა ქრისტე იესუჲს მიერ“ (). მაშინვე, შესავლიდანვე, აღამაღლა მისი სული. ნუ მეუბნები აქაურ საფრთხეებზე, ამბობს; სწორედ ისინი გვიშობენ საუკუნო სიცოცხლეს, სადაც ასეთი არაფერი არის, სადაც გაიქცა ტკივილი, მწუხარება და კვნესა. რადგან ამისთვის კი არ გაგვხადა მოციქულებად, რომ მხოლოდ საფრთხეში ვყოფილიყავით, ამბობს, არამედ იმისთვისაც, რომ მოვკვდეთ და ასეთი რამ დავითმინოთ. რადგან საკუთარი გასაჭირის ჩამოთვლა არა მხოლოდ ნუგეში არ იქნებოდა, არამედ მწუხარები...

სრულად ნახვა