მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 4:15

14. ალექსანდრე მჭედელმა სიცოცხლე გამიმწარა, მისი საქმისამებრ მიაგებს მას უფალი.15. შენც ერიდე, რადგანაც თავგამოდებით აღუდგა წინ ჩვენს სიტყვებს.16. ჩემი პირველი თავის მართლებისას არავინ ამომიდგა მხარში, არამედ ყველამ მიმატოვა. ნუ მიეთვლება მათ.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 4
15. შენც ერიდე, რადგანაც თავგამოდებით აღუდგა წინ ჩვენს სიტყვებს.
ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ისწრაფე ჩემდა მოსლვად ადრე, რამეთუ დიმა დამიტევა მე და შეიყუარა სოფელი ესე და წარვიდა თესალონიკედ, კრისტე - გალატიად, ტიტე - დალმატიად, ლუკა არს მარტოჲ ჩემ თანა. მარკოზ აღადგინე და მოიყვანე შენ თანა, რამეთუ საჴმარ არს იგი ჩემდა მსახურებასა. ტჳქიკოს წარავლინე ეფესოდ. ფელონი, რომელ დაუტევე ტროადას კარპოსს თანა, მო-რაჲ-ხჳდოდი, მოიღე და წიგნებიცა იგი, უფროჲსღა წიგნის ტყავები.“ ().

1. პავლეს მარტოობა და ტიმოთეს მოწოდება

ღირს გამოკვლევა, როგორ მოუწოდებს ტიმოთეს თავისთან, თუკი მას ეკლესია და მთელი ერი ჰქონდა მინდობილი. ეს საქმე უგუნურება არ ყოფილა, რადგან თვითონაც მზად იყო მასთან მისასვლელად; მოისმინე, რას ამბობს: „ხოლო უკუეთუ ვყოვნო, რაჲთა უწყოდი, ვითარ-იგი ჯერ-არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაჲ“ (). მაგრამ რის გამო? დიდმა აუცილებლობამ შეიპყრო და უკვე აღარ იყო თავისი გამგზავრების პატრონი:...

სრულად ნახვა
ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. მოძღვრისათვის ლოცვა და სიტყვის გავრცელება:

...3:2). აქ, მგონია, საფრთხეებზე კი არ მიანიშნებს, არამედ მათზე, ვინც მის სიტყვას ეწინააღმდეგება და აბრკოლებს, როგორც იყო ჰიმენე, როგორც ალექსანდრე მჭედელი. რამეთუ, როგორც ამბობს, „რამეთუ ფრიად წინა-აღუდგა იგი ჩუენთა სიტყუათა." (); თითქოს ვინმე მამობრივ წილხვედრზე ამბობდეს, რომ ყველას როდი ერგება სამეფო კარზე მსახურება; ასევე ამბობს, რომ იმ ბოროტთაგან, რომელთაგანაც გათავისუფლება სურს, არიან ისეთები, ვისაც ურწმუნოება ერგო.

ამას რომ ამბობს, ერთდროულად მათაც აღამართებს. მაშასადამე, რაღაც დიდნი ყოფილან, თუკი ესოდენი კადნიერება აქვთ, რომ მოძღვარიც კი შეუძლიათ საფრთხეებისგან განათავისუფლონ და ქადაგება გაუადვილონ. ამიტომ ჩვენც იმავეს გეუბნებით თქვენ. ნურავინ დაგვწამებს თავხედობას; ნურავინ თქვენგანი გადამეტებული თავმდაბლობით მოგვაკლებს ესოდენ დიდ დახმარებას. რამეთუ ამას არ იმავე განზრახვით ვამბობთ, რა განზრახვითაც პავლე ამბობდა; ის ამა...

სრულად ნახვა